”პირველი”
"საერთაშორისო გამჭვირვალეობა - საქართველო" საქართველოს მთავრობასა და ყველა პოლიტიკურ პარტიას მოუწოდებს, "კონსტიტუციის პრინციპებსა და ქართველ ამომრჩეველს პატივი სცენ".
"ვწუხვართ, რომ ისეთი მნიშვნელოვანი პოლიტიკური და საკანონმდებლო გადაწვეტილებების მიღებაც კი, როგორიცაა საარჩევნო სისტემის ცვლილება, უფრო მეტად მოკლევადიანი პარტიული ინტერესებით ნაკარნახევი ჩანს, ვიდრე კანონიერებითა და საკონსტიტუციო პროცესით. ამასთან, ის ქართველ ამომრჩეველს განზე ტოვებს. მმართველ და რამდენიმე ოპოზიციურ პარტიებს შორის საარჩევნო სისტემის რეფორმაზე მიღწეული შეთანხმება სხვა საკითხებთან ერთად პარლამენტარების რაოდენობის ახლანდელი 150-დან 190-მდე გაზრდას ითვალისწინებს, რაც საკონსტიტუციო ცვლილებებს მოითხოვს, მაგრამ მმართველ პარტიას თავისი საკონსტიტუციო უმრავლესობის გათვალისწინებით, ეს მარტივად შეუძლია, მოაგვაროს. ამის მიუხედავად, შესაძლოა, ეს კონკრეტული საკითხი რეფერენდუმის გზით ამომრჩევლების გადასაწყვეტი აღმოჩნდეს" - ნათქვამია ორგანიზაციის მიერ საკუთარ ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ სტატიაში.
ამასთან, "საერთაშორისო გამჭვირვალეობა" ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში მმართველი პარტიის ორი ლიდერის მიხეილ მაჭავარიანისა და აკაკი მინაშვილის მიერ გაკეთებულ განცხადებებზე ამახვილებს ყურადღებას.
"მათ საკუთარ განცხადებებში შემდეგი არგუმენტები მოიყვანეს: 1. "რეფერენდუმის შესახებ საქართველოს ორგანული კანონის" 3.2-ე მუხლი რეფერენდუმებს კანონის მიღების ან არსებული კანონის გაუქმების მიზნით კრძალავს. შესაბამისად, 2003 წლის რეფერენდუმი უნდა გაუქმდეს, რადგან საკანონმდებლო ცვლილებები დამოუკიდებელი კანონის სახით მტკიცდება. 2. რეფერენდუმის შესახებ კანონში ნათქვამია, რომ რეფერენდუმი ტარდება ქვეყნის მთელს ტერიტორიაზე. გამომდინარე იქიდან, რომ საქართველოს ტერიტორიის დიდი ნაწილი საქართველოს მთავრობის მიერ არ კონტროლდება, ამ ვალდებულების შესრულება შეუძლებელია". ამ არგუმენტების საპასუხოდ შეგვიძლია, განვაცხადოთ, რომ საქართველოს კონსტიტუციაში არის 94.4-ე მუხლი, რომლის მიხედვით, ახალი გადასახადის შემოტანა ან არსებულების მაქსიმალური ზღვრის შეცვლა რეფერენდუმით უნდა დადასტურდეს, რომლის ინიცირებასაც საქართველოს მთავრობა მოახდენს. ამასთან, "ნაციონალური მოძრაობის" მიერ რეფერენდუმის კანონის ასეთი გაგება საკონსტიტუციო ჩანაწერს აშკარად ეწინააღმდეგება, რადგან ახალი გადასახადებიც ახალი კანონებით შემოდის. რაც შეეხება მეორე არგუმენტს, რეფერენდუმი ერთადერთი რამ არაა, რაც ქვეყნის მთელს ტერიტორიაზე უნდა ტარდებოდეს, ასევეა არჩევნებიც. ის ფაქტი, რომ არჩევნების ჩატარება ობიექტურად შეუძლებელია აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე, ქართული არჩევნების ლეგიტიმურობას ავტომატურად არ აუქმებს,"- აცხადებს ორგანიზაცია.
http://pirweli.com.ge/index.php?option=com_content&task=view&id=73697&Itemid=1