”პირველი”
"ეროვნული საბჭოს" ერთ-ერთი ლიდერის ზვიად ძიძიგურის შეფასებით, "რვიანში" "ქრისტიან-დემოკრატებისა" და "ახალი მემარჯვენეების" ყოფნის პერიოდში არეულობა იყო, ახლა კი გაერთიანებაში დარჩენილ 6 პარტიას პოლიტიკური აქტიურობის მეტი შესაძლებლობა ექნება.
როგორც ძიძიგურმა "ექვსეულისა" და სამოქალაქო საზოგადოების შეხვედრის დაწყებამდე განაცხადა, "ზოგი ჭირი მარგებელია და "რვიანიდან" ორი სუბიექტის გასვლამ უკეთესი ვითარება შექმნა".
"ქრისტიან-დემოკრატები" და "ახალი მემარჯვენეები" "რვიანის" საქმიანობას აბრკოლებდნენ. ეს ის შემთხვევაა, რომელზეც ნათქვამია, ზოგი ჭირი მარგებელიაო. დღეს ეს პარტიები სხვაგან არიან და ამ თვალსაზრისით გაცილებით კარგად გვაქვს საქმე. პოლიტიკური აქტიურობა დღის წესრიგში დადგა. "ახლები" და "ქრისტიან-დემოკრატები" მიიჩნევდნენ, რომ ჩვენ პოლიტიკურად არ უნდა გვეაქტიურა და ეს დაბრკოლებას გვიქმნიდა, წერტილ-მძიმეზეც კი რამდენიმესაათიანი მსჯელობა მიდიოდა, რაც არანორმალური იყო. შეიძლება, საერთაშიორისო თვალსაზრისით, ამ პარტიების "რვიანიდან" გასვლამ ჩვენი მდგომარეობა დაამძიმა, მაგრამ მეორეს მხრივ, პოლიტიკური აქტიურობა უფრო შეუზღუდავი გახდება",- განაცხადა ძიძიგურმა.
http://pirweli.com.ge/index.php?option=com_content&task=view&id=73649&Itemid=1