”პირველი”

თუ ოპოზიციური "ექვსიანი" სამართლიან არჩევნებს ვერ მიაღწევს, იგი ჩატარებული არჩევნების შედეგების საერთაშორისოდ არცნობაზე დაიწყებს მუშაობას.

ამის შესახებ "პირWელს" "ექვსიანის" ერთ-ერთმა ლიდერმა კობა დავითაშვილმა განუცხადა.


"ჩვენ ორი ამოცანა გვაქვს. პირველი სამართლიანი არჩევნების მიღწევაა. 7 ივნისის დოკუმენტის მიხედვით, იმ შემთხვევაში, თუ პირველი ამოცანა ვერ მიიღწევა, ჩვენი მეორე ამოცანა გაყალბებული არჩევნების შედეგების საერთაშორისო არცნობაა. ასე, რომ ბრძოლას არც იმ შემთხვევაში შევწყვეტთ, თუ ხელისუფლება პირველი ამოცანის შესრულების საშუალებას არ მოგვცემს", - განაცხადა კობა დავითაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ "რვიანის" დაშლამდე 7 ივნისს სამოქალაქო საზოგადოებასთან გამართულ შეხვედრაზე ოპოზიციამ ერთობლივი მიმართვა მიიღო.

"ჩვენი ამოცანაა, ხალხს ხელისუფლების მშვიდობიანად შეცვლის შესაძლებლობა მივცეთ, რაც თავისუფალი არჩევნების ჩატარებით, ან არჩევნების გაყალბების შემთხვევაში საერთაშორისო საზოგადოების მიერ არჩევნების შედეგების არცნობის გზით უნდა განხორციელდეს. ეს ამოცანა მიიღწევა საკაუთარი უფლებების დასაცავად მობილიზებული საქართველოს მოქალაქეების აქტიურობით არა ერთ რომელიმე ადგილზე, არამედ 3500 საარჩევნო უბანში საქართველოში სამართლიანი არჩევნების ჩასატარებლად საერთაშორისო დემოკრატიული თანამეგობრობის მხარდაჭერით", -  ნათქვამია "რვიანის" განცხადებაში, რომელსაც "ქრისტიან-დემოკრატები" და "ახალი მემარჯვენეებიც" აწერდნენ ხელს.

http://pirweli.com.ge/index.php?option=com_content&task=view&id=73708 

Технологии Blogger.

შეცვლის თუ არა ბიძინა ივანიშვილის გაპოლიტიკოსება პოლიტიკურ ვითარებას ქვეყანაში?

არქივი

პოპულარული

რეკლამა

ბლოგის შესახებ

Моя фотография
კოალიციის წევრები არიან: სამოქალაქო კულტურის საერთაშორისო ცენტრი, ადამიანის უფლებათა ცენტრი, საქართველოს მედია მონიტორინგის ცენტრი, კონფლიქტებისა და მოლაპარაკებების საერთაშორისო კვლევითი ცენტრი, კავკასიის ეკონომიკური და სოციალური კვლევითი ინსტიტუტი, საქართველოს მედია კლუბი, ადგილობრივი დემოკრატიის ქსელის ცენტრი, სამოქალაქო განათლების რესურს-ცენტრი, ირაკლი მელაშვილი - ექსპერტი საარჩევნო საკითხებში, ზვიად ქორიძე - მედია ექსპერტი. კოალიციის შექმნის მიზანია, სხვადასხვა სფეროში მომუშავე ორგანიზაციებმა და ექსპერტებმა, საკუთარი რესურსებისა და შესაძლებლობების გაერთიანებით, ხელი შეუწყონ ქვეყანაში თავისუფალი და სამართლიანი საარჩევნო გარემოს ფორმირებას.