საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებასთან დაკავშირებით ოპოზიციის მიერ ინიცირებულ წინადადებებს გამოკითხულთა 54% კარგად იცნობს. გამოკითხვა ბლოგზე - ”მე ვირჩევ” - ორი კვირის განმავლობაში - 11 ივლისიდან 23 ივლისის ჩათვლით მიმდინარეობდა.
კითხვაზე - იცნობთ თუ არა ოპოზიციის ინიციატივებს საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებასთან დაკავშირებით - გამოკითხულთა 54,1% აცხადებს, რომ ამ ინიციატივებს კარგად იცნობს, 25,5% ოპოზიციის წინადადებებს მხოლოდ ნაწილობრივ იცნობს, ხოლო 20,3 პროცენტი ამ ინიციატივებს საერთოდ არ იცნობს.
ბლოგზე ახალი გამოკითხვა ხვალიდან დაიწყება.