საარჩევნო გარემოს გაუმჯობესების მიზნით ხელისუფლების მიერ წარმოდგენილი წინადადებების ეფექტურობის გამოკითხულთა 88%-ს არ სჯერა. გამოკითხვა ბლოგზე - ”მე ვირჩევ” - ერთი კვირის განმავლობაში - 29 ივნისიდან 5 ივლისის ჩათვლით მიმდინარეობდა.

გამოკითხულთა 88% თვლის, რომ ხელისუფლების წინადადებები ქვეყანაში საარჩევნო გარემოს ვერ შეცვლის, 8,7% ფიქრობს, რომ წინადადებები მხოლოდ ნაწილობრივ გააუმჯობესებს საარჩევნო გარემოს, ხოლო 2,3% პროცენტი მიიჩნევს, რომ ეს წინადადებები ქვეყანაში სამართლიანი არჩევნების ჩატარებას უზრუნველყოფს.

ბლოგზე უკვე ჩაირთო ახალი გამოკითხვა, რომლის შეკითხვაც ასეთია: მიაღწევს თუ არა ”ოპოზიციური ექვსიანი” საარჩევნო გარემოს სრულფასოვან შეცვლას? პასუხები ასეთია: მიაღწევს; შესაძლოა, მცირედით; ვერაფერს მიაღწევს; არ ვიცი; გამოკითხვა ბლოგზე 5-დან 11 ივლისამდე გაგრძელდება. გთხოვთ, იაქტიუროთ და გამოხატოთ საკუთარი პოზიცია.

Технологии Blogger.

შეცვლის თუ არა ბიძინა ივანიშვილის გაპოლიტიკოსება პოლიტიკურ ვითარებას ქვეყანაში?

არქივი

პოპულარული

რეკლამა

ბლოგის შესახებ

Моя фотография
კოალიციის წევრები არიან: სამოქალაქო კულტურის საერთაშორისო ცენტრი, ადამიანის უფლებათა ცენტრი, საქართველოს მედია მონიტორინგის ცენტრი, კონფლიქტებისა და მოლაპარაკებების საერთაშორისო კვლევითი ცენტრი, კავკასიის ეკონომიკური და სოციალური კვლევითი ინსტიტუტი, საქართველოს მედია კლუბი, ადგილობრივი დემოკრატიის ქსელის ცენტრი, სამოქალაქო განათლების რესურს-ცენტრი, ირაკლი მელაშვილი - ექსპერტი საარჩევნო საკითხებში, ზვიად ქორიძე - მედია ექსპერტი. კოალიციის შექმნის მიზანია, სხვადასხვა სფეროში მომუშავე ორგანიზაციებმა და ექსპერტებმა, საკუთარი რესურსებისა და შესაძლებლობების გაერთიანებით, ხელი შეუწყონ ქვეყანაში თავისუფალი და სამართლიანი საარჩევნო გარემოს ფორმირებას.