”პირველი”

"რესპუბლიკური პარტიის" თავმჯდომარის დავით უსუფაშვილის განცხადებით, ესტონეთის პრეზიდენტმა თომას ილვესმა ოპოზიციასთან შეხვედრისას "ნათლად დააფიქსირა, რომ რაც უფრო გაიწევს საქართველო სინგაპურისკენ, ევროპას მით უფრო დაშორდება".

"ეს ეხება ბევრ რამეს, მათ შორის - ერთპარტიულ და მრავალპარტიულ სისტემებს. მრავალპარტიული სისტემა არა მხოლოდ თეორიულად ყველაზე მისაღები ფორმაა სახელმწიფო მოწყობისა, არამედ ის, რაც ესტონეთში რეალურად არსებობს. ესტონეთის პარლამენტში 4 პოლიტიკური პარტიაა, მაგრამ არცერთს არ აქვს მნიშვნელოვანი უმრავლესობა და კოალიციური მთავრობები იქმნება. პრეზიდენტმა გააკეთა სერიოზული აქცენტი იმაზეც, რომ პოსტსაბჭოთა სივრცეში საუკეთესო შედეგი საპარლამენტო მმართველობის მოდელმა მოიტანა" - განაცხადა უსუფაშვილმა და დასძინა, რომ "ასეთი მოდელები სწორედ ძლიერი პარლამენტის პირობებში იქმნება, ძლიერი პარლამენტი კი,  თავის მხრივ, მხოლოდ მრავალპარტიული პარლამენტი შეიძლება, იყოს".

ცნობისთვის, ესტონეთის პრეზიდენტი თომას ილვესი დღეს ქართული ოპოზიციური პარტიების ლიდერებს, კერძოდ, "ახალი მემარჯვენეების" თავმჯდომარეს დავით გამყრელიძეს, "რესპუბლიკელების" ლიდერ დავით უსუფაშვილს, "ქრისტიან-დემოკრატების" ერთ-ერთ ლიდერს ლევან ვეფხვაძეს, “ეროვნული ფორუმის” ლიდერ კახა შარტავას, “თავისუფალი დემოკარტების” ლიდერ ირაკლი ალასანიას შეხვდა.

იხილეთ დედანი

Технологии Blogger.

შეცვლის თუ არა ბიძინა ივანიშვილის გაპოლიტიკოსება პოლიტიკურ ვითარებას ქვეყანაში?

არქივი

პოპულარული

რეკლამა

ბლოგის შესახებ

Моя фотография
კოალიციის წევრები არიან: სამოქალაქო კულტურის საერთაშორისო ცენტრი, ადამიანის უფლებათა ცენტრი, საქართველოს მედია მონიტორინგის ცენტრი, კონფლიქტებისა და მოლაპარაკებების საერთაშორისო კვლევითი ცენტრი, კავკასიის ეკონომიკური და სოციალური კვლევითი ინსტიტუტი, საქართველოს მედია კლუბი, ადგილობრივი დემოკრატიის ქსელის ცენტრი, სამოქალაქო განათლების რესურს-ცენტრი, ირაკლი მელაშვილი - ექსპერტი საარჩევნო საკითხებში, ზვიად ქორიძე - მედია ექსპერტი. კოალიციის შექმნის მიზანია, სხვადასხვა სფეროში მომუშავე ორგანიზაციებმა და ექსპერტებმა, საკუთარი რესურსებისა და შესაძლებლობების გაერთიანებით, ხელი შეუწყონ ქვეყანაში თავისუფალი და სამართლიანი საარჩევნო გარემოს ფორმირებას.