”პირველი”
საარჩევნო გარემოს გაუმჯობესების მიზნით განსახორციელებელ ცვლილებებზე სახელისუფლებო გუნდთან მუშაობის პროცესში ჩართული ოპოზიციური პარტიები პარლამენტის ბიუროს რიგგარეშე სხდომისა და რიგგარეშე სესიის შესაძლო ჩატარების შესახებ ინფორმაციას არ ფლობენ.
საქმე პარლამენტში საკანონსტიტუციო ცვლილებების იმ პროექტის ინიცირებას ეხება, რომელიც პარლამენტის წევრთა რაოდენობის 190-მდე გაზრდას ითვალისწინებს.
პარლამენტში არსებული არაოფიციალური ინფორმაციით, პროექტის ინიცირება აგვისტოს დასაწყისში, 6-7 აგვისტოსთვის იგეგმება. აგვისტოშივე ამოქმედდება საკანონსტიტუციო ცვლილებების განმხილავი საჯარო კომისიაც, ეს ყველაფერი კი საზაფხულო არდადეგებზე მყოფი დეპუტატების დაბრუნებისა და ბიუროს რიგგარეშე სხდომისა და რიგგარეშე სესიის ჩატარების საჭიროებას ქმნის.
"ქრისტიან-დემოკრატების" ერთ-ერთი ლიდერი ლევან ვეფხვაძე და მისი კოლეგა, ედპ-ის წარმომადგენელი გურამ ჩახვაძე ირწმუნებიან, რომ რიგგარეშე სხდომების შესახებ ჯერ არანაირი ინფორმაცია არ აქვთ და ამის შესახებ არავის გაუფრთხილებია.
იგივე განუცხადა "პირWელს" "ახალი მემარჯვენეების" წარმომადგენელმა მამუკა კაციტაძემ, რომელიც პარლამენტში საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტის ინიცირებას არა აგვისტოს თვეში, არამედ სექტემბერში - საშემოდგომო სესიის გახსნის შემდეგ ელის.
უნდა აღინიშნოს, რომ დეპუტატთა რაოდენობის 190-მდე გაზრდის შესახებ საკონსტიტუციო ცვლილების პროექტის პარლამენტში საზაფხულოდ ინიცირების საკითხი ზეპირსიტყვიერად იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ პავლე კუბლაშვილმა დააანონსა, რომელმაც ჯერ კიდევ ივნისის ბოლოს განაცხადა, რომ პარლამენტში პროექტის ინიცირება უახლოეს დღეებში მოხდებოდა.
სააგენტო კუბლაშვილთან დაკავშირებას ჯერ-ჯერობით ვერ ახერხებს.
შეგახსენებთ, რომ დეპუტატთა რაოდენობის 150-დან 190-მდე გაზრდის საკითხი "ნაციონალებსა" და ოპოზიციის ნაწილს შორის ხელმოწერით გაფორმებულ საკითხთა შორისაა. ამ შეთანხმების თანახმად, მომავალ პარლამენტში 83 წევრი - მაჟორიტარული, ხოლო 107 პროპორციული სისტემის საფუძველზე აირჩევა.
იხილეთ დედანი