”პირველი”

სასტუმრო "ამბასადორში" "ახალგაზრდობა სამართლიანი არჩევნებისთვის" უკრაინის რადას დეპუტატ ანდრეი შევჩენკოსთან შეხვედრას გამართავს.

ახალგაზრდა ლიდერები უკრაინელ დეპუტატს საქართველოში არჩევნების მიმართულებით არსებულ პრობლემებზე ინფორმაციას მიაწვდიან.

დღევანდელ შეხვედრას პოლიტიკური პარტიების - "საქართველოს რესპუბლიკური პარტია", "ახალგაზრდული ფორუმი", "ჩვენი საქართველო - თავისუფალი დემოკრატები”, "საქართველოს გზა", "ეროვნულ-დემოკრატიული პარტია", "ქართული დასი", "ჩვენ თვითონ", "ეროვნული საბჭო", "სოციალ-დემოკრატიული პარტია", "ქალთა პარტია" ახალგაზრდული ორგანიზაციებისა და საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის წარმომადგენლები დაესწრებიან.

შეგახსენებთ, რომ "ახალგაზრდობა სამართლიანი არჩევნებისთვის" "ახალგაზრდული ფორუმისა" და "საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის" (IRI) ერთობლივი პროექტია და იგი "აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს" (USAID) ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება.


იხილეთ დედანი

Технологии Blogger.

შეცვლის თუ არა ბიძინა ივანიშვილის გაპოლიტიკოსება პოლიტიკურ ვითარებას ქვეყანაში?

არქივი

პოპულარული

რეკლამა

ბლოგის შესახებ

Моя фотография
კოალიციის წევრები არიან: სამოქალაქო კულტურის საერთაშორისო ცენტრი, ადამიანის უფლებათა ცენტრი, საქართველოს მედია მონიტორინგის ცენტრი, კონფლიქტებისა და მოლაპარაკებების საერთაშორისო კვლევითი ცენტრი, კავკასიის ეკონომიკური და სოციალური კვლევითი ინსტიტუტი, საქართველოს მედია კლუბი, ადგილობრივი დემოკრატიის ქსელის ცენტრი, სამოქალაქო განათლების რესურს-ცენტრი, ირაკლი მელაშვილი - ექსპერტი საარჩევნო საკითხებში, ზვიად ქორიძე - მედია ექსპერტი. კოალიციის შექმნის მიზანია, სხვადასხვა სფეროში მომუშავე ორგანიზაციებმა და ექსპერტებმა, საკუთარი რესურსებისა და შესაძლებლობების გაერთიანებით, ხელი შეუწყონ ქვეყანაში თავისუფალი და სამართლიანი საარჩევნო გარემოს ფორმირებას.