”პირველი”
15.07.11
"თავისუფალი დემოკრატების" ლიდერის ირაკლი ალასანიას აზრით, "საქართველოს დღევანდელ ხელისუფლებასა და ქართველ ხალხს განსხვავებული პრიორიტეტები აქვთ".
ამის შესახებ ალასანიამ სოციალურ ქსელ "Facebook"-ზე დასმული კითხვის "ამ ხელისუფლების მმართველობის მანძილზე რა მიგაჩნიათ ყველაზე დიდ დანაშაულად?" საპასუხოდ განაცხადა.
"ვფიქრობ, რომ ამ მთავრობას სხვა პრიორიტეტები აქვს, ვიდრე ჩვენს ქართველ ხალხს. იმისათვის, რომ ჩვენი პრიორიტეტები განვახორციელოთ და ჩვენი ცხოვრება უკეთესი გავხადოთ, ამ მთავრობის შეცვლა აუცილებელია", - განაცხადა ალასანიამ.
იხილეთ დედანი
Технологии Blogger.