”პირველი”
15.07.11
"თავისუფალი დემოკრატების" ლიდერის ირაკლი ალასანიას განცხადებით, ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში განათლების რეფორმის ხელახალი განხილვა მისი პრიორიტეტი იქნება.
ამის შესახებ ალასანიამ სოციალურ ქსელ "Facebook"-ზე ონლაინ-კონფერენციისას განაცხადა.
ამასთან, "თავისუფალი დემოკრატების" ლიდერი წინასწარ ვერ ასახელებს, თუ გაიაფდება სწავლა მისი პრეზიდენტობის შემთხვევაში.
"ვფიქრობ, რომ სტუდენტის აკადემიური წარმატების დაფასების სისტემა უნდა არსებობდეს - სისტემა, რომელიც არა მხოლოდ დააფასებს, არამედ ახალგაზრდა ქართველებს მომავალი სამსახურებისათვის მოამზადებს. დღეს სწავლის ღირებულებასთან დაკავშირებით რამის დაპირება სერიოზული არ იქნება, თუმცა შემიძლია, დაგპირდეთ, რომ საგანმანათლებლო რეფორის ხელახალი განხილვა ჩემი ერთ-ერთი პრიორიტეტი იქნება", - განაცხადა ალასანიამ.
იხილეთ დედანი
Технологии Blogger.