”პირველი”
15.07.2011 

"თავისუფალი დემოკრატების" ლიდერი ირაკლი ალასანია "ძველი სტილის პოლიტიკის ახლით შეცვლის აუცილებლობაზე" საუბრებს.

როგორც ალასანიამ სოციალურ ქსელ "Facebook"-ზე დასმული კითხვის "არსებობს თუ არა თქვენთვის გარემოება, რომელიც შესაძლოა, "ექვსიანის" დატოვების'მიზეზი გახდეს? რა შემთხვევაში შეიძლება, დატოვოთ გაერთიანება, იმ ჭორების გათვალისწინებით, რომ ხელისუფლება თქვენს გადაბირებას ცდილობს?" საპასუხოდ განაცხადა, "ძველი სტილის პოლიტიკა აღარ მუშაობს, ალბათ, გარდა იმ პირებისთვის, რომლებმაც პარლამენტში ადვილი და კარგად ანაზღაურებადი სამუშაო ადგილები იშოვეს".

"ახლა ცვლილებების დროა. აქამდე პოლიტიკა პოლიტიკოსების ინტერესებს ემსახურებოდა. ვფიქრობ, ამ სისტემამ მარცხი ამიტომაც განიცადა. მაინტერესებს მუშაობა ყველასთან, ვისაც გამბედაობა აქვს და საქმის ახლებურად კეთება შეუძლია. ჩვენ საარჩევნო სისტემა უნდა დავხვეწოთ და ის სამართლიანი სათამაშო არენა უნდა გავხადოთ. "ექვსიანში" გაერთიანებული პარტიები ამ საკითხზე მუშაობენ იმ ხელისუფლების პირობებში, რომელიც არ გვისმენს. გარწმუნებთ, ეს ძალიან რთულია, მაგრამ იმას არ ნიშნავს, რომ ჩვენ მცდელობას მოვაკლებთ. ეს უბრალოდ ნიშნავს, რომ ჩვენ უფრო მეტს ვიმუშავებთ. მუშაობის ძველი სტილი ახლით უნდა შევცვალოთ, ამიტომაც მოვედი პოლიტიკაში. მაგრამ თუ ქვეყნის წინსვლა გვინდა, ამისთვის ყველა იმ პარტიასთან უნდა ვითანამშრომლოთ, ვისაც ეს აგრეთვე სურს", - განაცხადა ალასანიამ.

იხილეთ დედანი

Технологии Blogger.

შეცვლის თუ არა ბიძინა ივანიშვილის გაპოლიტიკოსება პოლიტიკურ ვითარებას ქვეყანაში?

არქივი

პოპულარული

რეკლამა

ბლოგის შესახებ

Моя фотография
კოალიციის წევრები არიან: სამოქალაქო კულტურის საერთაშორისო ცენტრი, ადამიანის უფლებათა ცენტრი, საქართველოს მედია მონიტორინგის ცენტრი, კონფლიქტებისა და მოლაპარაკებების საერთაშორისო კვლევითი ცენტრი, კავკასიის ეკონომიკური და სოციალური კვლევითი ინსტიტუტი, საქართველოს მედია კლუბი, ადგილობრივი დემოკრატიის ქსელის ცენტრი, სამოქალაქო განათლების რესურს-ცენტრი, ირაკლი მელაშვილი - ექსპერტი საარჩევნო საკითხებში, ზვიად ქორიძე - მედია ექსპერტი. კოალიციის შექმნის მიზანია, სხვადასხვა სფეროში მომუშავე ორგანიზაციებმა და ექსპერტებმა, საკუთარი რესურსებისა და შესაძლებლობების გაერთიანებით, ხელი შეუწყონ ქვეყანაში თავისუფალი და სამართლიანი საარჩევნო გარემოს ფორმირებას.