”ექსპრესნიუსი”
15.07.11 

„თავისუფალი დემოკრატების“ ლიდერმა ირაკლი ალასანიამ კითხვებს დევნილებთან დაკავშირებითაც უპასუხა.
მისი თქმით, ხელისუფლებამ პირველ რიგში სწორედ ამ კატეგორიის ხალხზე უნდა იზრუნოს.
„ამ ადამიანებზე ზრუნვა არ უნდა იყოს მხოლოდ სოციალური პაკეტი და მხარდაჭერა. სამწუხაროდ ის შეღავათები რაც ქონდათ აღარ არსებობს, უცილებლად უნდა აღუდგეთ. მათ  უნდა ჰქონდეთ ხელისუფლებისი მხრიდან მხარდაჭერა“,- აღნიშნა მან.
მისი თქმით, სოციალური  დახმარებები არ უნდა იყოს საარსებო მინიმუმზე ნაკლები.
„და ყველაზე მთავარი კი არის ის, რომ პიროვნულად გავიზიაროთ მათი გასაჭირი და მხარში დავუდგეთ. აუცილებელია მათ ესაუბრონ იმაზე, რომ დაბრუნდებიან აფხაზეთში, საკუთარ მიწაზე, რათა იგრძნონ, რომ რეალურად ხელისუფლება მათ გვერდშია დ მათ პრობლემებზე ზრუნავს“,- აღნიშნა ალასანიამ.
მისივე თქმით, დევნილების გაყოფა რომელიც არსებობს  2008 წლამდე და 2008 წლის შემდეგ აუცილებლად უნდა მოიხსნას, რადგან ეს არ არის ეთიკური.
„ფეისბუკში“ ონლაინ კონფერენცია დასრულდა, დარჩენილ კითხვებს ალასანია თავისივე გვერდზე უპასუხებს.

იხილეთ დედანი

Технологии Blogger.

შეცვლის თუ არა ბიძინა ივანიშვილის გაპოლიტიკოსება პოლიტიკურ ვითარებას ქვეყანაში?

არქივი

პოპულარული

რეკლამა

ბლოგის შესახებ

Моя фотография
კოალიციის წევრები არიან: სამოქალაქო კულტურის საერთაშორისო ცენტრი, ადამიანის უფლებათა ცენტრი, საქართველოს მედია მონიტორინგის ცენტრი, კონფლიქტებისა და მოლაპარაკებების საერთაშორისო კვლევითი ცენტრი, კავკასიის ეკონომიკური და სოციალური კვლევითი ინსტიტუტი, საქართველოს მედია კლუბი, ადგილობრივი დემოკრატიის ქსელის ცენტრი, სამოქალაქო განათლების რესურს-ცენტრი, ირაკლი მელაშვილი - ექსპერტი საარჩევნო საკითხებში, ზვიად ქორიძე - მედია ექსპერტი. კოალიციის შექმნის მიზანია, სხვადასხვა სფეროში მომუშავე ორგანიზაციებმა და ექსპერტებმა, საკუთარი რესურსებისა და შესაძლებლობების გაერთიანებით, ხელი შეუწყონ ქვეყანაში თავისუფალი და სამართლიანი საარჩევნო გარემოს ფორმირებას.