ბლოგზე დაიწყო ახალი გამოკითხვა შემდეგი შეკითხვით: იცნობთ თუ არა ოპოზიციის ინიციატივებს საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებასთან დაკავშირებით

გამოკითხვის მიზანია, რეალურად დაადგინოს, რამდენად შეძლო ოპოზიციამ საკუთარი ინიციატივების მოქალაქეებამდე მიტანა, ვინაიდან სწორედ მოქალაქეთა სრულ ინფორმირებასა და მხარდაჭერაზეა დამოკიდებული პროცესის წარმატება. 

ვფიქრობთ, გამოკითხვა რეალურად დაანახებს თავად პოლიტიკოსებს, რამდენად სწორად წარმართავენ საკუთარ საქმიანობას და აქვთ თუ არა სრულყოფილი კომუნიკაცია ამომრჩევლებთან.

გამოკითხვა 23 ივლისამდე გაგრძელდება. გთხოვთ, იაქტიუროთ და დააფიქსიროთ თქვენი პასუხი.

Технологии Blogger.

შეცვლის თუ არა ბიძინა ივანიშვილის გაპოლიტიკოსება პოლიტიკურ ვითარებას ქვეყანაში?

არქივი

პოპულარული

რეკლამა

ბლოგის შესახებ

Моя фотография
კოალიციის წევრები არიან: სამოქალაქო კულტურის საერთაშორისო ცენტრი, ადამიანის უფლებათა ცენტრი, საქართველოს მედია მონიტორინგის ცენტრი, კონფლიქტებისა და მოლაპარაკებების საერთაშორისო კვლევითი ცენტრი, კავკასიის ეკონომიკური და სოციალური კვლევითი ინსტიტუტი, საქართველოს მედია კლუბი, ადგილობრივი დემოკრატიის ქსელის ცენტრი, სამოქალაქო განათლების რესურს-ცენტრი, ირაკლი მელაშვილი - ექსპერტი საარჩევნო საკითხებში, ზვიად ქორიძე - მედია ექსპერტი. კოალიციის შექმნის მიზანია, სხვადასხვა სფეროში მომუშავე ორგანიზაციებმა და ექსპერტებმა, საკუთარი რესურსებისა და შესაძლებლობების გაერთიანებით, ხელი შეუწყონ ქვეყანაში თავისუფალი და სამართლიანი საარჩევნო გარემოს ფორმირებას.