”პირველი”
"თავისუფალი დემოკრატების" ლიდერი ირაკლი ალასანია საარჩევნო გარემოს შესახებ აშშ-ის ელჩის ჯონ ბასის დღევანდელ განცხადებას ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებების პროცესის გაგრძელებისკენ მოწოდებად აფასებს.
როგორც ალასანიამ "პირWელს" განუცხადა, "მართალია, ხელისუფლებასა და ზოგიერთ პარტიას შორის საარჩევნო შეთანხმება ელჩის მხრიდან წინგადადგმულ ნაბიჯად შეფასდა, მაგრამ ჯონ ბასის განცხადება ნიშნავს, რომ შეთანხმებები პოლიტიკურ ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის ჯერ კიდევ მისაღწევია".
"ექვსეული" სწორედ ამ იდეით ვართ გამსჭვალული, როდესაც ვამბობთ, რომ მოლაპარაკება არ უნდა შეწყვეტილიყო, ხელისუფლებას ულტიმატუმის ენით არ უნდა ელაპარაკა და შეთანხმებები ფუნდამენტურ საკითხებზე უნდა შედგეს. ბასის განცხადება ასე მესმის: ეს არის პროცესი, რომელშიც ძირითადი პოლიტიკური ძალები უნდა იყვნენ ჩართულები და შეთანხმებები ჯერ კიდევ მისაღწევია", - განაცხადა ალასანიამ.
ცნობისთვის: საქართველოში აშშ-ის ელჩი ჯონ ბასი საკუთარი ქვეყნის სახელით კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ "აშშ მხარს უჭერს არა რომელიმე კონკრეტულ პირსა და პარტიას, არამედ საქართველოს, ქვეყნის საზოგადოებას და მტკიცე დემოკრატიული ინსტიტუტების ჩამოყალიბებას, რომლის ფარგლებშიც საზოგადოებრივი ნების გამოხატვა იქნება უზრუნველყოფილი".
ამასთან, იგი აცხადებს, რომ "შეთანხმება, რომელსაც ხელისუფლება და ზოგიერთი პოლიტიკური ძალა აწერს ხელს, წინაგადადგმული ნაბიჯია" და იმედს გფამოთქვამს, რომ "უახლოეს პერიოდში ის ძალები, რომლებიც ხელმოწერის მონაწილეები არ გახდნენ, ხელისუფლებასთან საერთო ენის გამოძებნის მიზნით გააქტიურდებიან".
http://pirweli.com.ge/index.php?option=com_content&task=view&id=73804&Itemid=1