”პირველი”

"ეროვნული საბჭოს" ერთ-ერთი ლიდერის ზვიად ძიძიგურისთვის საქართველოში აშშ-ის ელჩის ჯონ ბასის დღევანდელი განცხადების მეორე ნაწილია საინტერესო.

როგორც "პირWელთან" საუბრისას ძიძიგურმა აღნიშნა, "განცხადების პირველ ნაწილში ელჩმა ის პარტიები წაახალისა, რომლებმაც ხელისუფლების საარჩევნო ცვლილებების წინადადებებს ხელი მოაწერეს, ხოლო მეორე ნაწილში "ექვსეულს' გააქტიურება უსურვა, რათა უკეთესი შეთანხმება შედგეს".



"ჩვენთვის ამ განცხადების მეორე ნაწილია უფრო საინტერესო, ვინაიდან მიგვაჩნია, რომ დამაკმაყოფილებელი შეთანხმება, რომელიც პარტიათა ნაწილსა და ხელისუფლებას შორის შედგა, მიუღებელია და გაცილებით უკეთესი შეთანხმების მიღწევა შეიძლებოდა. შეიძლება, მომავალში, თუ კი სწორ პოლიტიკურ აქტივობას განვახორციელებთ, ამას მივაღწიოთ", - აცხადებს ძიძიგური.

ცნობისთვის: საქართველოში აშშ-ის ელჩი ჯონ ბასი საკუთარი ქვეყნის სახელით კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ "აშშ მხარს უჭერს არა რომელიმე კონკრეტულ პირსა და პარტიას, არამედ საქართველოს, ქვეყნის საზოგადოებას და მტკიცე დემოკრატიული ინსტიტუტების ჩამოყალიბებას, რომლის ფარგლებშიც საზოგადოებრივი ნების გამოხატვა იქნება უზრუნველყოფილი".

ამასთან, იგი აცხადებს, რომ "შეთანხმება, რომელსაც ხელისუფლება და ზოგიერთი პოლიტიკური ძალა აწერს ხელს, წინაგადადგმული ნაბიჯია" და იმედს გამოთქვამს, რომ "უახლოეს პერიოდში ის ძალები, რომლებიც ხელმოწერის მონაწილეები არ გახდნენ, ხელისუფლებასთან საერთო ენის გამოძებნის მიზნით გააქტიურდებიან".

http://pirweli.com.ge/index.php?option=com_content&task=view&id=73813&Itemid=1 

Технологии Blogger.

შეცვლის თუ არა ბიძინა ივანიშვილის გაპოლიტიკოსება პოლიტიკურ ვითარებას ქვეყანაში?

არქივი

პოპულარული

რეკლამა

ბლოგის შესახებ

Моя фотография
კოალიციის წევრები არიან: სამოქალაქო კულტურის საერთაშორისო ცენტრი, ადამიანის უფლებათა ცენტრი, საქართველოს მედია მონიტორინგის ცენტრი, კონფლიქტებისა და მოლაპარაკებების საერთაშორისო კვლევითი ცენტრი, კავკასიის ეკონომიკური და სოციალური კვლევითი ინსტიტუტი, საქართველოს მედია კლუბი, ადგილობრივი დემოკრატიის ქსელის ცენტრი, სამოქალაქო განათლების რესურს-ცენტრი, ირაკლი მელაშვილი - ექსპერტი საარჩევნო საკითხებში, ზვიად ქორიძე - მედია ექსპერტი. კოალიციის შექმნის მიზანია, სხვადასხვა სფეროში მომუშავე ორგანიზაციებმა და ექსპერტებმა, საკუთარი რესურსებისა და შესაძლებლობების გაერთიანებით, ხელი შეუწყონ ქვეყანაში თავისუფალი და სამართლიანი საარჩევნო გარემოს ფორმირებას.