”ინტერპრესნიუსი”
საარჩევნო გარემოს გაუმჯობესების თემაზე კონსულტაციების მორიგი რაუნდი პარლამენტის თავმჯდომარესთან მიმდინარეობს.
პარლამენტში მიმდინარე შეხვედრაში მონაწილეობენ პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძე, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის ხელმძღვანელი პავლე კუბლაშვილი; ”მემარჯვენეებიდან” - დავით გამყრელიძე და მამუკა კაციტაძე.
როგორც შეხვედრის დაწყებამდე დავით გამყრელიძემ განაცხადა, საპარალმენტო უმრავლესობასთან მიღწეული შეთახმება არის სერიოზული წინ გადადგმული ნაბიჯი საარჩევნო გარემოს გაუმჯობესების კუთხით.
ამასთან, მისივე თქმით, მნიშვნელოვანია იმ პუნქტების კანონში გაწერა და ასახვა.
"დავით ბაქრაძეს შეუძლია, გახდეს გარანტი კანონში შეთანხმების მუხლების გადატანის",-განმარტა გამყრელიძემ.
ამასთან, მისივე თქმით, კანონში ბევრი ნიორმა დასახვეწია, ეს ეხება მედიამონიტორინგს, უწყებათშორისი კომისიის მუშაობას.
როგორც გამყრელიძემ აღნიშნა, შეთანხმებული საკითხები კანონში სავარაუდოდ ოქტომბრის ბოლოს აისახება.
"შეთანხმების ერთ-ერთი ინიციატორები ვართ "მემარჯვენეები" და, შესაბამისად, პასუხისმგებლობა გვეკისრება მის განხორციელებასთან დაკავშირებით. არ არის დასამალი, რომ ამ ხელისუფლებას შეთანხმების მიღწევა ახასიათებს, თუმცა მერე ის კანონში არ იწერება", - განაცხადა გამყრელიძემ .
http://www.interpressnews.ge/ge/politika/173552-qmemarjveneebiq-davith-baqradzes-khvdebian.html