”პირველი”
მომავალი კვირიდან პარლამენტში ახალ საარჩევნო კოდექსზე მომუშავე სპეციალური სარედაქციო ჯგუფი ამოქმედდება.
აღნიშნულ ჯგუფში ყველა ის კვალიფიციური პოლიტიკური პარტია შევა, რომელიც საარჩევნო საკითხებთან დაკავშირებით შემუშავებულ შეთანხმებას აწერს ხელს, მისი ხელმძღვანელი კი უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერი პავლე კუბლაშვილი იქნება.
ეს არის ერთ-ერთი ის ძირითადი შეთანხმება, რომელიც "ახალი მემარჯვენეების" ლიდერებსა და პარლამენტის თავმჯდომარეს დავით ბაქრაძეს შორის დღეს გამართულ შეხვედრაზე იქნა მიღწეული.
როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ აღინიშნა, სარედაქციო ჯგუფი შეთანხმებულ საკითხებს კანონპორექტის სახეს მისცემს და შესაბამის იურიდიულ ფორმულირებებს ჩამოაყალიბებს.
აგვისტოში კანონპროექტი ექსპერტიზისთვის ვენეციის კომისიას გადაეგზავნება, ოქტომბრის ბოლომდე კი იგი სამივე მოსმენით უნდა იყოს მიღებული.
ამასთან, დღევანდელ შეხვედრაზე გადაწყდა, რომ საარჩევნო სიების გადამოწმების მიზნით შესაქმენლი კომისიის საკითხი საარჩევნო კოდექსში 1 ოქტომბრისთვის იქნება გაწერილი.
როგორც ბაქრაძე და კუბლაშვილი, ასევე "ახლების" ლიდერები ხაზგასმით აღნიშნავენ, რომ შეთანხმების თანახმად, ახალი საარჩევნო კანონმდებლობა არჩევნებამდე 1 წლით ადრე იქნება მიღებული.
ჟურნალისტებთან საუბრისას ყურადღება უწყებათაშორის კომისიაზეც გამახვილდა და აღინიშნა, რომ იმ მიზნით, რომ კომისიის მუშაობა მაქსიმალურად გამჭვირვალე გახდეს და მასში ჩართვის საშუალება ყველა დაინტერესებულ ადამიანს მიეცეს, გადაწყდა, ეს ელექტრონული ვებ-გვერდისა და ცხელი ხაზის მეშვეობით განხორციელდეს.
გარდა ამისა, "პირWელი" დაინტერესედა, ექნება თუ არა სარედაქციო ჯგუფში მონაწილეობის შესაძლებლობა იმ პოლიტიკურ პარტიებს, რომლებიც შეთანხმებას ხელს აწერენ, თუმცა კვალიფიციური სუბიექტები არ არიან.
აღნიშნულთან დაკავშირებით "პირWელთან" საუბრისას კუბლაშვილმა აღნიშნა, რომ სარედაქციო ჯგუფში მონაწილეობის უფლება არცერთი პოლიტიკური ჯგუფისთვის არ იქნება შეზღუდული და მასში ჩართვის შესალებლობა ნებისმიერ დაინტერესებულ სუბიექტს მიეცემა, მათ შორის - არაკვალიფიციურ ხელმომწერ პარტიებსაც.
http://pirweli.com.ge/index.php?option=com_content&task=view&id=73846&Itemid=1