”პირველი”

პარლამენტის თავმჯდომარის დავით ბაქრაძის განცხადებით, "არჩევნებთან დაკავშირებულ ყველა მნიშვენლოვან საკითხზე პროგრესი მიღწეულია".

ბაქრაძე ხელისუფლებასა და ოპოზიციის ერთ ჯგუფს შორის მიღწეულ შეთანხმებას "წინ გადადგმულ ნაბიჯად" აფასებს.

"წლების მანძილე იყო მსჯელობა იმაზე, რამდენად ჰქონდათ ოპოზიციურ პარტიებს სრულფასოვანი საარჩევნო კამპანიის ჩატარებისთვის საჭირო ფინანსური რესურსი.
ამ შეთანხმებით ეს საკითხი გადაწყვეტილია და ოპოზიციას ფინანსური პრობლემა არ ექნება. წლების მანძილზე იყო მსჯელობა იმაზე, რამდენად ადექვატურად იყო წარმოდგენილი საქართველოს პარლამენტში პარტიული ელემენტი. შეთანხმებით ეს საკითხიც გადაწყდა და მომავალ პარლამენტში პარტიული წარმომადგენლობა 32 ადგილით იზრდება. წლების მანძილზე მსჯელობდნენ იმაზე, რამდენად თანაბრად და ობიექტურად შუქდებოდა საარჩევნო კამპანია და როგორც შეთანხმებით გადაწყდა, იქმნება მედია-მონიტონგის სპეციალური კომისია, რომელიც ამ პროცესს სრულად გააკონტროლებს. ანუ, ყველა ის საკითხი, რომელსაც წლების მანძილზე ოპოზიცია აყენებდა, გადაწყვეტილია", - განაცხადა ბაქრაძემ.

ამასთან, მან დაადასტურა, რომ უახლოეს დღეებში სარედაქციო ჯგუფი შეიქმნება, რომელიც შეთანხმებულ საკითხებს კანონის ენაზე დაწერს.

პროექტი ზაფხულშივე ვენეციის კომისიას გადაეგზავნება და უკვე შემოდგომისთვის დოკუმენტზე პარლამენტი იმსჯელებს.

http://pirweli.com.ge/index.php?option=com_content&task=view&id=73850&Itemid=1 

Технологии Blogger.

შეცვლის თუ არა ბიძინა ივანიშვილის გაპოლიტიკოსება პოლიტიკურ ვითარებას ქვეყანაში?

არქივი

პოპულარული

რეკლამა

ბლოგის შესახებ

Моя фотография
კოალიციის წევრები არიან: სამოქალაქო კულტურის საერთაშორისო ცენტრი, ადამიანის უფლებათა ცენტრი, საქართველოს მედია მონიტორინგის ცენტრი, კონფლიქტებისა და მოლაპარაკებების საერთაშორისო კვლევითი ცენტრი, კავკასიის ეკონომიკური და სოციალური კვლევითი ინსტიტუტი, საქართველოს მედია კლუბი, ადგილობრივი დემოკრატიის ქსელის ცენტრი, სამოქალაქო განათლების რესურს-ცენტრი, ირაკლი მელაშვილი - ექსპერტი საარჩევნო საკითხებში, ზვიად ქორიძე - მედია ექსპერტი. კოალიციის შექმნის მიზანია, სხვადასხვა სფეროში მომუშავე ორგანიზაციებმა და ექსპერტებმა, საკუთარი რესურსებისა და შესაძლებლობების გაერთიანებით, ხელი შეუწყონ ქვეყანაში თავისუფალი და სამართლიანი საარჩევნო გარემოს ფორმირებას.