”ექსპრესნიუსი”
15.07.11
“თავისუფალი დემოკრატების” ლიდერი ირაკლი ალასანია ქვეყანაში ანტიმონოპოლიური სამსახურის არარსებობისა და რთული პოლიტიკური გარემოს ურთიერთკავშირზე საუბრობს.
როგორც მან ონლაინ კონფერენციაზე განაცხადა, აუცილებელია ბიზნესი იყოს თავისუფალი და მან საკუთარი ნება გამოხატოს, რაც, სამწუხაროდ, დღეს არ ხდება.
ალასანიამ დასძინა, რომ დღეს თუ რომელიმე ბიზნესს სურს საკუთარი პოლიტიკური არჩევანი გააკეთოს, მას პრობლემები აუცილებლად შეექმნება და ასეთი პრობლემები უკვე შეექმნათ იმ ბიზნესებს, რომლებიც მას საარჩევნოდ ეხმარებოდა.
ირაკლი ალასანია მიიჩნევს, რომ ქვეყანაში ანტიმონოპოლიური სამსახური არ მუშაობს და ბიზნესს არ აქვს კონკურენტული გარემო, შესაბამისად, არ აქვს შესაძლებლობა, საკუთარი ხედვა და ნება გამოხატოს.
იხილეთ დედანი
Технологии Blogger.