”ექსპრესნიუსი”
15.07.11 

მიხეილ სააკაშვილმა ხელისუფლებაში მოსვლისას კონფლიქტური რეგიონების მოსახლეობასთან ახლებური ურთიერთობების დამყარების ისტორიული შანსი ხელიდან გაუშვა.
ამის შესახებ პარტია “თავისუფალი დემოკრატების” ლიდერმა ირაკლი ალასანიამ ონლაინ-კონფერენციაზე განაცხადა.
მისი თქმით, ახლა რაც არ უნდა ახალი ინიციატივებით გამოვიდეს,  ფაქტი ის არის, რომ სააკაშვილის მიდგომა კონფლიქტური რეგიონებისადმი არ შეცვლილა.
“ყველაზე დიდი პრობლემა არის ის, რომ მიხეილ სააკაშვილს არ აქვს რწმენა იმის, რომ შედეგის მიღწევა მოლაპარაკებებით არის შესაძლებელი.”- დასძინა ალასანიამ.
ალასანიამ 2005-2006 წლებში საქართველოს ბიუჯეტიდან სამხედრო შეიარაღებაზე დახარჯულ თანხებზეც გაამახვილა ყურადღება. მისი თქმით, ამ უზარმაზარი თანხებიდან ერთი მილიარდი ლარი მაინც რომ დახარჯულიყო ერთობლივ პროექტებზე, თუნდაც სოფლის მეურნეობაში ან გადამამუშავებელ მრეწველობაში და ა.შ. კონფლიქტის თავიდან აცილება იქნებოდა შესაძლებელი.

იხილეთ დედანი

Технологии Blogger.

შეცვლის თუ არა ბიძინა ივანიშვილის გაპოლიტიკოსება პოლიტიკურ ვითარებას ქვეყანაში?

არქივი

პოპულარული

რეკლამა

ბლოგის შესახებ

Моя фотография
კოალიციის წევრები არიან: სამოქალაქო კულტურის საერთაშორისო ცენტრი, ადამიანის უფლებათა ცენტრი, საქართველოს მედია მონიტორინგის ცენტრი, კონფლიქტებისა და მოლაპარაკებების საერთაშორისო კვლევითი ცენტრი, კავკასიის ეკონომიკური და სოციალური კვლევითი ინსტიტუტი, საქართველოს მედია კლუბი, ადგილობრივი დემოკრატიის ქსელის ცენტრი, სამოქალაქო განათლების რესურს-ცენტრი, ირაკლი მელაშვილი - ექსპერტი საარჩევნო საკითხებში, ზვიად ქორიძე - მედია ექსპერტი. კოალიციის შექმნის მიზანია, სხვადასხვა სფეროში მომუშავე ორგანიზაციებმა და ექსპერტებმა, საკუთარი რესურსებისა და შესაძლებლობების გაერთიანებით, ხელი შეუწყონ ქვეყანაში თავისუფალი და სამართლიანი საარჩევნო გარემოს ფორმირებას.