”ინტერპრესნიუსი”
15.07.11
პარტია "თავისუფალი დემოკრატების" ლიდერი ირაკლი ალასანია ქვეყანაში ანტიმონოპოლიური სამსახურის არარსებობისა და რთული პოლიტიკური გარემოს ურთიერთკავშირზე საუბრობს, - ამის შესახებ მან დღეს, ონლაინ კონფერენციაზე განაცხადა.
მისი თქმით, აუცილებელია ბიზნესი იყოს თავისუფალი და მან საკუთარი ნება გამოხატოს, რაც, სამწუხაროდ, დღეს არ ხდება. ალასანიამ დასძინა, რომ დღეს თუ რომელიმე ბიზნესს სურს საკუთარი პოლიტიკური არჩევანი გააკეთოს, მას პრობლემები აუცილებლად შეექმნება.
ალასანიას თქმით, ასეთი პრობლემები უკვე შეექმნათ იმ ბიზნესებს, რომლებიც მას საარჩევნოდ ეხმარებოდა. ირაკლი ალასანიას იმედი აქვს, რომ ამ მხრივ გარღვევა იქნება შესაძლებელი. ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს პრობლემად კი იგი იიგი იმ გარემოებას მიიჩნევს, რომ ქვეყანაში ანტიმონოპოლიური სამსახური არ მუშაობს და ბიზნესს არ აქვს კონკურენტული გარემო, შესაბამისად, არ აქვს შესაძლებლობა, საკუთარი ხედვა და ნება გამოხატოს.
იხილეთ დედანი
Технологии Blogger.