”პირველი”, 1.08.2011
საარჩევნო სუბიექტი, რომელიც საპარლამენტო არჩევნებზე 5%-იან საარჩევნო ბარიერს გადალახავს, სავარაუდოდ, ერთ მილიონ ლარამდე დაფინანსებას მიიღებს.
ამასთან დაკავშირებით"“საარჩევნო კოდექსზე" მომუშავე ჯგუფი თანხმდება და სავარაუდოდ, ეს საკითხი "საარჩევნო კოდექსის" ახალ პროექტშიც აისახება.
ჯერ-ჯერობით არსებულ ვარიანტში კი, რომელიც პარლამენტს განსახილველად 20 სექტემბრისთვის წარედგინება, ნათქვამია, რომ საარჩევნო სუბიექტი, რომელიც საპარლამენტო არჩევნებისას 5%-იან საარჩევნო ბარიერს გადალახავს, სახელმწიფო ბიუჯეტიდან საარჩევნო კამპანიის ხარჯების დასაფარად ერთ მილიონ ლარამდე ოდენობის დაფინანსებას მიიღებს, მათ შორის 300 000 ლარამდე ოდენობის თანხას - მიზნობრივად, წინასაარჩევნო სატელევიზიო რეკლამის ხარჯების დასაფარად.
ამასთან, შემუშავებული წინადადების მიხედვით, სახელმწიფო ბიუჯეტიდან საარჩევნო კამპანიის ფონდის დაფინანსების მიღების მიზნით შესაბამისმა საარჩევნო სუბიექტმა ცსკ-ს წერილობით არჩევნებამდე არაუგვიანეს მე-40 დღისა უნდა მიმართოს.
დაფინანსებას საარჩევნო სუბიექტი მხოლოდ იმ შემთხვევაში მიიღებს, თუ არჩევნების შედეგების შეჯამებიდან არაუგვიანეს მე-20 დღისა შესაბამის ფინანსურ დოკუმენტაციას წარმოადგენს.
ამასთან, კანონით იქნება გაწერილი ის გარემოებაც, რომ ეს თანხა საარჩევნო სუბიექტის ანგარიშზე არჩევნების შედეგების შეჯამებიდან არაუგვიანეს 30-ე დღისა უნდა ჩაირიცხოს.
"საარჩევნო კოდექსში" ცვლილებები, რომელთა შორის დაფინანსების ზღვრის გაზრდაც იქნება, პარლამენტში 20 სექტემბრისთვის იქნება ინიცირებული.
იხილეთ დედანი