”პირველი”, 1.08.2011

"კონსერვატიული პარტიის" ლიდერი ზვიად ძიძიგური დარწმუნებულია, რომ ხელისუფლება საარჩევნო სიების კორექტირებას არ მოახდენს, რადგან "სამართლიანი არჩევნების ჩასატარებლად პოლიტიკური ნება არ აქვს".

"დღეს ხელისუფლებას მორიგი განცხადებით მივმართეთ და კიდევ ერთხელ დავაფიქსირეთ, რომ სიების კორექტირებისთვის იმაზე ბევრად ნაკლები ფულია საჭირო, რამდენის გადახდასაც თვითონ აპირებენ. ასევე ბევრად ნაკლები დროა საჭირო, ვიდრე ხელისუფლება დღემდე ამბობდა. ასე, რომ, თუ მმართველი გუნდი სიების კორექტირებას არ მოახდენს, მე კი დარწმუნებული ვარ, რომ სწორედ ასე იქნება, ეს იმის დადასტურება იქნება, რომ ხელისუფლების მხრიდან სამართლიანი არჩევნების ჩატარების პოლიტიკური ნება არ არსებობს. ასეთი შემთხვევისთვის ჩვენ - პოლიტიკურ კოალიციას ჩვენი გეგმა გვაქვს შემუშავებული ფორმულით "არჩევნებს იგებს არა მილიონი ლარი, არამედ მილიონი კაცი". ეს უნივერსალური ფორმულაა, რომლის ფარგლებშიც ამ მილიონ მოქალაქესთან ძალიან აქტიური კომუნიკაცია უნდა დავიწყოთ და პოლიტიკური ზემოქმედებით სამართლიანი არჩევნების ჩატარებას მივაღწიოთ" - აცხადებს ძიძიგური და აქვე დასძენს, რომ ერთადერთი, რის გამოც ხელისუფლებამ შესაძლოა, საარჩევნო სიის ახლებურად ფორმირებაზე უარი თქვას, საარჩევნო სიის გაყალბებისა და შესაბამისად, არჩევნების გაყალბების მცდელობაა.

"დღეს ბიომეტრიული პასპორტების გაცემა მთელი საქართველოს მასშტაბით დაიწყეს. მათ უნდათ, რომ საარჩევნო სიაში ისევ 3 მილიონ 700 000 ადამიანი იყოს, ნაცვლად 2 მილიონ 300 000 ამომრჩევლისა. ასეთ შემთხვევაში მმართველი გუნდი გაყალბების სოლიდურ  ბაზას იღებს. ჩვენ, ჩვენის მხრივ,  პასპორტების გაცემას არ ვითხოვთ და მხოლოდ ამომრჩეველთა სიის საბაზისო მონაცემების ბიომეტრიული მონაცემების საფუძველზე შექმნაზე ვსაუბრობთ, რაც ერთი და იგივე ადამიანის მიერ არჩევნებში ორჯერ და მეტჯერ მონაწილეობას გამორიცხავს" - განმარტა "კონსერვატორების" ლიდერმა.

მისივე თმით, სიების ამგვარად ფორმირება ხელისუფლების მიერ ქვეყანაში არმყოფი პირების ხმების გამოყენების შესაძლებლობასაც გამორიცხავს, ეს კი სულ მცირემ 1,5 მლნ ადამიანია.

"ხელისუფლების კონცეფცია სრულიად სხვაა. მას სურს, გამოცხრილვის პრინციპით წავიდეს, 20-30 ათასი ადამიანი გამოაკლოს და მერე თქვას, "ნახეთ, სია რამდენი შევამცირეო", თუმცა რეალურად ეს არაფერს შეცვლის და სიაში 1,5 მლნ-ზე მეტი ამომრჩეველი კვლავ ფიქტიურად მოხვდება. 2004 წელს, როდესაც სააკაშვილი კენჭს იყრიდა, წინასწარი რეგისტრაციის საფუძველზე სიები ახლიდან შედგა და მაშინ სიაში სულ 1 მლნ 900 ათასი ამომრჩეველი იყო. ეხლა საიდან მოვიდა კიდევ ერთი იმდენი, სრულიად გაუგებარია, გაყალბებული სიის გამოყენების პირობებში კი ამომრჩეველთა ხმების დაცვა სრულიად შეუძლებელია. მინდა, შევახსენო ხელისუფლებას, რომ 2003 წლის ვარდების რევულუციაც სწორედ სიების გაყალბების გამო მოხდა. იმის შემდეგ ამ სიების კორექტირებას არ დაადგა საშველი, მაშინ, როდესაც ამის გაკეთებას სულ რაღაც 4 თვე სჭირდება"  - დასძინა ძიძიგურმა.

იხილეთ დედანი

Технологии Blogger.

შეცვლის თუ არა ბიძინა ივანიშვილის გაპოლიტიკოსება პოლიტიკურ ვითარებას ქვეყანაში?

არქივი

პოპულარული

რეკლამა

ბლოგის შესახებ

Моя фотография
კოალიციის წევრები არიან: სამოქალაქო კულტურის საერთაშორისო ცენტრი, ადამიანის უფლებათა ცენტრი, საქართველოს მედია მონიტორინგის ცენტრი, კონფლიქტებისა და მოლაპარაკებების საერთაშორისო კვლევითი ცენტრი, კავკასიის ეკონომიკური და სოციალური კვლევითი ინსტიტუტი, საქართველოს მედია კლუბი, ადგილობრივი დემოკრატიის ქსელის ცენტრი, სამოქალაქო განათლების რესურს-ცენტრი, ირაკლი მელაშვილი - ექსპერტი საარჩევნო საკითხებში, ზვიად ქორიძე - მედია ექსპერტი. კოალიციის შექმნის მიზანია, სხვადასხვა სფეროში მომუშავე ორგანიზაციებმა და ექსპერტებმა, საკუთარი რესურსებისა და შესაძლებლობების გაერთიანებით, ხელი შეუწყონ ქვეყანაში თავისუფალი და სამართლიანი საარჩევნო გარემოს ფორმირებას.