”პირველი”, 2.08.2011

საპარლამენტო ფრაქციის "ერთობა სამართლიანობისთვის" მდივანი დიმიტრი ლორთქიფანიძე უმრავლესობის ერთ-ერთ ლიდერს, საარჩევნო კოდექსთან დაკავშირებით შექმნილი ე.წ. სარედაქციო ჯგუფის ხელმძღვანელ პავლე კუბლაშვილს "ფართო საზოგადოების შეცდომაში განზრახ შეყვანაში" ადანაშაულებს.

ლორთქიფანიძის ეს ბრალდება ბიომეტრიული მონაცემების გამოყენებით ამომრჩეველთა იდენტიფიცირების თაობაზე პოლიტიკური "ექვსიანის" შეთავაზებას და მასთან დაკავშირებით კუბლაშვილის საპასუხო განცადებებს ეხება.

"ექვსიანის" შეთავაზებასთან დაკავშირებით კუბლაშვილმა ნაციონალური ტელე-არხებით სრულიად არაადექვატური განმარტება გააკეთა და ფართო საზოგადოება შეცდომაში შეიყვანა, ბრძანა რა, თითქოს არჩევნების ბიომეტრიული მონაცემების გამოყენებით ჩატარების თაობაზე "ექვსიანის" წინადადება ბიომეტრიული პირადობის მოწმობების აღების პროცედურას უკავშირდება. კუბლაშვილის განცხადება იმის შესახებ, რომ ამომრჩეველს ბიომეტრიული მოწმობების აღებას ვერ აიძულებენ, სწორედ საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მცდელობაა. ბიომეტრიული მონაცემების გამოყენებით საარჩევნო სიის ფორმირება რაიმე ახალი პირადობის მოწმობის, მათ შორის ID ბარათის აღებას საერთოდ არ უკავშირდება, რაზეც პავლე კუბლაშვილი უსაფუძვლოდ აპელირებს" - განუცხადა "პირWელს" ლორთქიფანიძემ.

ამომრჩეველთა სიის ბიომეტრიული მონაცემებით რეგისტრაცია ოპოზიციურმა "ექვსიანმა" ხელისუფლებას გუშინ კიდევ ერთხელ შესთავაზა, რის შესახებაც სპეციალური განცხადება გაავრცელა.

"საბოლოოდ დადასტურდა, რომ ამომრჩეველთა სიის შედგენა ამომრჩეველთა წინასწარი რეგისტრაციისა და ბიომეტრიული მონაცემების საფუძველზე არა ასეულ მილიონობით დოლარის დანახარჯებს და რამდენიმე წელს, როგორც ამას ხელისუფლება ამტკიცებდა, არამედ მაქსიმუმ, 8 მილიონ დოლარს და 4-6 თვეს მოითხოვს. კონკრეტული წინადადებები კომპანია "სმარტ მატიკმა" დაამუშავა, რომლის წარმომადგენლებიც სპეციალურად ამ მიზნით საქართველოში იყვნენ ჩამოსულები. მათი გათვლები როგორც სხვა ქვეყნებში განხორციელებული ანალოგიური პროექტების გამოცდილებას, ისე ქართულ რეალობას ეფუძნება. ბიომეტრიული მონაცემებით ამომრჩეველთა რეგისტრაციას 10-ჯერ ნაკლები თანხა, 5-ჯერ ნაკლები დრო სჭირდება და დღეიდან ხელისუფლებამ ბიომეტრიული მონაცემებით ახალი პირადობის მოწმობების გაცემა დაიწყო. ამასთან, პრეზიდენტმა სააკაშვილმა განაცხადა, რომ პოლიტიკური კონსენსუსის მისაღწევად დათანხმდა ოპოზიციის შეთავაზებას პარლამენტის წევრთა რაოდენობის გაზრდის თაობაზე, რაც პირადად მას არასწორად მიაჩნდა. აქედან გამომდინარე, მივიჩნევთ, რომ არც ხელისუფლებას და არც რომელიმე ოპოზიციურ პარტიას ბიომეტრიული მონაცემების გამოყენებით ამომრჩეველთა წინასწარ რეგისტრაციაზე უარის სათქმელად არგუმენტები აღარ რჩებათ. შესაბამისად, ამ საკითხზე ფართო პოლიტიკური კონსენსუსის მიღწევას ერთადერთმა მიზეზმა შეიძლება, შეუშალოს ხელი - ამომრჩეველთა ზუსტი და სანდო სიების შესაქმნელად პოლიტიკური ნების არარსებობამ" - ნათქვამია "ექვსიანის" განცხადებაში.


იხილეთ დედანი

Технологии Blogger.

შეცვლის თუ არა ბიძინა ივანიშვილის გაპოლიტიკოსება პოლიტიკურ ვითარებას ქვეყანაში?

არქივი

პოპულარული

რეკლამა

ბლოგის შესახებ

Моя фотография
კოალიციის წევრები არიან: სამოქალაქო კულტურის საერთაშორისო ცენტრი, ადამიანის უფლებათა ცენტრი, საქართველოს მედია მონიტორინგის ცენტრი, კონფლიქტებისა და მოლაპარაკებების საერთაშორისო კვლევითი ცენტრი, კავკასიის ეკონომიკური და სოციალური კვლევითი ინსტიტუტი, საქართველოს მედია კლუბი, ადგილობრივი დემოკრატიის ქსელის ცენტრი, სამოქალაქო განათლების რესურს-ცენტრი, ირაკლი მელაშვილი - ექსპერტი საარჩევნო საკითხებში, ზვიად ქორიძე - მედია ექსპერტი. კოალიციის შექმნის მიზანია, სხვადასხვა სფეროში მომუშავე ორგანიზაციებმა და ექსპერტებმა, საკუთარი რესურსებისა და შესაძლებლობების გაერთიანებით, ხელი შეუწყონ ქვეყანაში თავისუფალი და სამართლიანი საარჩევნო გარემოს ფორმირებას.