”პირველი”, 3.08.2011
პარტია "საქართველოს გზის" თავმჯდომარის კახა სეთურიძის მტკიცებით, ბიომეტრიული კომპონენტებით ჩატარებული წინასწარი რეგისტრაცია პირადობის როგორც ახალი, ასევე მოქმედი მოწმობებითაც არის შესაძლებელი და არჩევნების გაყალბების რისკს მნიშვნელოვნად ამცირებს.
ამის შესახებ სეთურიძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა და იქვე დასძინა, რომ "აღნიშნულთან დაკავშირებით ხელისუფლებას საზოგადოება შეცდომაში შეჰყავს".
"ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებმა რამდენიმე დღის წინ პრესკონფერენცია გავმართეთ და ცნობილი კომპანია "Smartmatic"-ის წინადადებები წარმოვადგინეთ, რომელიც ბიომეტრიული კომპონენტების გამოყენებით საქართველოს მასშტაბით ამომრჩეველთა წინასწარ რეგისტრაციას გულისხმობს. ამას მაქსიმუმ, ექვსი თვე და რვა მილიონი დოლარი დასჭირდება. "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა პავლე კუბლაშვილმა საპასუხოდ განაცხადა, რომ ეს საფრთხის შემცველი წინადადებაა და მოსახლეობა ახალი პირადობის მოწმობის აღებას ვერ მოასწრებს. იბადება კითხვა, თუ რომელ მოწმობაზეა საუბარი და რა კავშირშია პირადობის ახალი მოწმობა წინასწარ რეგისტრაციასთან?! ხელისუფლებას საზოგადოება შეცდომაში შეჰყავს, რადგან ბიომეტრიული კომპონენტებით ჩატარებული წინასწარი რეგისტრაცია შესაძლებელია როგორც ახალი, ასევე მოქმედი მოწმობებითაც", - განაცხადა სეთურიძემ და იქვე დასძინა, რომ ამ წინადადების არმიღების შემთხვევაში "ხელისუფლებას მოუწევს როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე გარეთ აღიაროს, რომ არჩევნების მორიგ გაყალბებას აპირებს".
ამასთან, "საქართველოს გზა" მოუწოდებს ოპოზიციურ პოლიტიკურ პარტიებს, აღნიშნულ საკითხზე საკუთარი პოზიცია დააფიქსირონ.
"მოვუწოდებთ ოპოზიციურ პარტიებს, რომლებიც საარჩევნო გარემოს გაუმჯობესების საკითხებზე "ნაციონალურ მოძრაობასთან" თანამშრომლობას დიდი ენთუზიაზმით აგრძელებენ, დააფიქსირონ პოზიცია იმასთან დაკავშირებით, არის თუ არა ეს თემა მათთვისაც მნიშვნელოვანი და აპირებენ თუ არა ხელისუფლებასთან ამ საკითხის დასმას", - აღნიშნა სეთურიძემ.
იხილეთ დედანი