”ინტერპრესნიუსი”, 6.08.2011
ეროვნული საბჭოს ერთ-ერთი ლიდერი, ზვიად ძიძიგური ოპოზიციური "ექვსიანის" მიერ "ჩრდილოვანი კაბინეტის" ჩამოყალიბების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას ჭორს უწოდებს.
როგორც "ინტერპრესნიუსს" ძიძიგურმა გუნაცხადა, ოპოზიციური ექვსიანისთვის "ჩრდილოვანი კაბინეტის" იდეა მისაღებია, თუმცა ამ საკითხზე მსჯელობა ჯერ ნაადრევია.
"ეს არის ჭორი, რბილად რომ ვთქვათ. ჩვენთვის "ჩრდილოვანი კაბინეტის" იდეა, როგორც პოლიტიკური ბერკეტის იდეა მისაღებია, მაგრამ ჯერ "ჩრდილოვან კაბინეტამდე" ძალიან ბევრი რამ აქვს პოლიტიკურ კოალიციას გასაკეთებელი. ამიტომ ეს არის ცარიელ ადგილზე შექმნილი აჟიოტაჟი, რომელსაც გარკვეული მედიასაშუალებები უკეთებენ პროვოცირებას", _ განაცხადა ზვიად ძიძიგურმა.
მისივე თქმით, ოპოზიციურ "ექვსიანში" აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით მსჯელობა არ ყოფილა და არც უახლოეს მომავალში იგეგმება განხილვა ამ თემაზე, რადგან ძიძიგურის თქმით, ოპოზიციურ "ექვსიანს" მნიშვნელოვანი ამოცანები აქვს გადასაწყვეტი.
"ამაზე მსჯელობაც არ ყოფილა. მოკლე ხანში პოლიტიკურ კოალიციას გაცილებით უფრო მნიშვნელოვან თემებზე აქვს სამუშაო და ჩამოსაყალიბებელია პოლიტიკური მოქმედებების გეგმებთან დაკავშირებით. მას შემდეგ, რაც პოლიტიკური კოალიცია გადაწყვეტს თავის ამოცანას მილიონ ადამიანთან კომუნიკაციის დამყარების შესახებ, ამის შემდეგ შეიძლება რაღაც საუბარი იყოს ამის შესახებ. დღეს ამაზე საუბარი არასერიოზულია", _ განაცხადა ძიძიგურმა.
ქართული ტელეკომპანიების ინფორმაციით, ოპოზიციური "ექვსიანი" "ჩრდილოვანი მთავრობის" ჩამოყალიბებას გეგმავს და უკვე შეთანხმებულია პრეზიდენტის და პარლამენტის თავმჯდომარის კანდიდატურები.
იხილეთ დედანი