www.ick.ge
31.08.2011
თელავში ნაციონალური მოძრაობის საარჩევნო შტაბს საქართველოს კონტროლის პალატის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი ბოტკოველი ხელმძღვანელობს. კახეთის საინფორმაციო ცენტრის ინფორმაციით, ბოტკოველი ამ დრომდე თანამდებობაზეა და ის შვებულებით არ სარგებლობს.
თელავის მუნიციპალიტეტის გამგეობაში განაცხადეს, რომ გიორგი ბოტკოველი „ნაციონალური მოძრაობის“ თელავის ორგანიზაციის ხელმძღვანელია და შტაბის უფროსად ამიტომაც დაინიშნა.
„კანდიდატის წარდგენა ხვალ მოხდება და ყველაფერს მერე გაიგებთ. თელავში ვიყავი და შტაბში შემოვიარე. რა, არ შეიძლება? დანარჩენს ხვალ გაიგებთ“, - განაცხადა ბოტკოველმა.
იხილეთ დედანი