”ინტერპრესნიუსი”, 1.08.2011

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი პავლე კუბლაშვილი ამომრჩევლის უფლებებთან დაკავშირებით ოპოზიციური "ექვსიანის" შეთავაზებაში დიდ საფრთხეს ხედავს.
"ჩვენ არ გვსურს და არც ერთ პოლიტიკურ ძალას არ უნდა უნდოდეს, რომ რომელიმე ჩვენი თანამოქალაქე დარჩეს ხმის უფლების გარეშე. ამის დიდ საფრთხეს ქმნის ის მოდელი, რომელსაც ისინი გვთავაზობენ", - განუცხადა ჟურნალისტებს კუბლაშვილმა "ექვსიანის" შეთავაზების კომენტირებისას.
მისივე მტკიცებით, პროცესი, რომელსაც სთავაზობენ, არჩევნების დღეს ძალიან ბევრ გაუგებრობას გამოიწვევს. "თუ ჩვენ მიზნად გავიხდით იმას, რომ ვაიძულოთ ყველა ჩვენი მოქალაქე, გამოცვალოს თავისი პირადობის მოწმობა, შედეგად მივიღებთ იმას, რომ ბევრი ადამიანი, სხვადასხვა მიზეზის გამო, ვერ მოასწრებს ამ მოწმობების აღებას და არჩევნებზე ხმის მიცემის დროს პრობლემები შეიქმნება", - განმარტა კუბლაშვილმა.
ოპოზიციურმა "ექვსიანმა" დღეს ხელისუფლებას ამომრჩეველთა სიის ბიომეტრიული მონაცემებით რეგისტრაცია კიდევ ერთხელ შესთავაზა.

იხილეთ დედანი

Технологии Blogger.

შეცვლის თუ არა ბიძინა ივანიშვილის გაპოლიტიკოსება პოლიტიკურ ვითარებას ქვეყანაში?

არქივი

პოპულარული

რეკლამა

ბლოგის შესახებ

Моя фотография
კოალიციის წევრები არიან: სამოქალაქო კულტურის საერთაშორისო ცენტრი, ადამიანის უფლებათა ცენტრი, საქართველოს მედია მონიტორინგის ცენტრი, კონფლიქტებისა და მოლაპარაკებების საერთაშორისო კვლევითი ცენტრი, კავკასიის ეკონომიკური და სოციალური კვლევითი ინსტიტუტი, საქართველოს მედია კლუბი, ადგილობრივი დემოკრატიის ქსელის ცენტრი, სამოქალაქო განათლების რესურს-ცენტრი, ირაკლი მელაშვილი - ექსპერტი საარჩევნო საკითხებში, ზვიად ქორიძე - მედია ექსპერტი. კოალიციის შექმნის მიზანია, სხვადასხვა სფეროში მომუშავე ორგანიზაციებმა და ექსპერტებმა, საკუთარი რესურსებისა და შესაძლებლობების გაერთიანებით, ხელი შეუწყონ ქვეყანაში თავისუფალი და სამართლიანი საარჩევნო გარემოს ფორმირებას.