1.08.2011
მართალია, კვალიფიციური პოლიტიკური პარტიების ერთი ნაწილი დათანხმდა ხელისუფლების ულტიმატუმს, მაგრამ ჩვენ ბრძოლა არ შეგვიწყვეტია სამართლიანი და თავისუფალი არჩევნების მოსაპოვებლად. ამ აზრს იზიარებენ ჩვენი საერთაშორისო პარტნიორებიც, რომელთა მხარდაჭერა საარჩევნო გარემოს გაუმჯობესების პროცესისადმი ოდნავადაც არ შესუსტებულა.
ბოლო ხანებში საბოლოოდ დადასტურდა, რომ ამომრჩეველთა სიის შედგენა ამომრჩეველთა წინასწარი რეგისტრაციის და ბიომეტრიული მონაცემების საფუძველზე მოითხოვს არა ასეულ მილიონობით დოლარის დანახარჯებს და რამოდენიმე წელს, როგორც ამას ხელისუფლება ამტკიცებდა, არამედ მაქსიმუმ რვა მილიონ დოლარს და ოთხი-ექვს თვეს. ამის თაობაზე კონკრეტული წინადადებები დაამუშავა კომპანია „სმართმატიკმა“, რომელის წარმომადგენლებიც სპეციალურად ამ მიზნით იყვნენ ჩამოსული საქართველოში. მათი გათვლები ეფუძნება როგორც სხვა ქვეყნებში განხორციელებული ანალოგიური პროექტების გამოცდილებას, ისე ჩვენს რეალობას.
გამომდინარე იქიდან, რომ:
ა) ბიომეტრიული მონაცემებით ამომრჩეველთა რეგისტრაციას რეალურად სჭირდება 10-ჯერ ნაკლები თანხა და 5-ჯერ ნაკლები დრო, ვიდრე ამას ხელისუფლება ვარაუდობდა (ანუ შესაძლებელია არჩევნებამდე 6 თვით ადრე ამომრჩეველთა განახლებული სიის ფორმირების დასრულება);
ბ) ხელისუფლებამ დღეიდან, 2011 წლის 1 აგვისტოდან, უკვე დაიწყო ბიომეტრიული მონაცემებით ახალი პირადობობის მოწმობების გაცემა (ანუ ბიომეტრიული მონაცემებით მოქალაქეთა აღრიცხვა არის თავად ხელისუფლების პროექტი);
გ) მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ პოლიტიკური კონსენსუსის მისაღწევად იგი დათანხმდა თითქოსდა „ოპოზიციის მიერ დასმულ წინადადებებს“ პარლამენტის წევრთა რაოდენობის გაზრდის თაობაზე, რაც მას არასწორად მიაჩნდა (ანუ ხელს არაფერი უნდა უშლიდეს ისეთ საკითხზე შეთანხმებას, რომელსაც მართლა ითხოვს ოპოზიცია და რომელსაც უკვე ახორციელებს ხელისუფლება, ოღონდ არასაკმარისი ტემპით);
დ) ამომრჩეველთა წინასწარი რეგისტრაციის დროს შექმნილი მონაცემების ბაზა გამოყენებული იქნება ახალი პირადობის მოწმობების გაცემის პროცესში და მნიშვნელოვნად გააიაფებს ამ პროექტს (ანუ წინასწარი რეგისტრაციისთვის საჭირო თანხები არათუ დამატებით ტვირთად დააწვება ბიუჯეტს, არამედ შეამცირებს დღეისათვის დაგეგმილ ხარჯებს);
ე) 2004 წლის საპრეზიდენტო არჩევნებისთვის ამომრჩეველთა სია შედგა სწორედ ამომრჩეველთა წინასწარი რეგისტრაციის საფუძველზე (ანუ ამომრჩეველთა წინასწარი რეგისტრაციის თემა უცხო არ არის საქართველოსთვის და არსებობს სათანადო გამოცდილება);
ვთვლით, რომ არც ხელისუფლებას და არც რომელიმე ოპოზიციურ პარტიას აღარ რჩებათ არგუმენტები იმისათვის, რომ უარი ითქვას ბიომეტრიული მონაცემების გამოყენებით ამომრჩეველთა წინასწარ რეგისტრაციაზე. შესაბამისად, ამ საკითხზე ფართო პოლიტიკური კონსენსუსის მიღწევას ხელი შეიძლება შეუშალოს მხოლოდ ერთადერთმა მიზეზმა - ამომრჩეველთა ზუსტი და სანდო სიების შესაქმნელად ხელისუფლების პოლიტიკური ნების არარსებობამ.
ეროვნული ფორუმი
თავისუფალი დემოკრატები
კონსერვატიული პარტია
რესპუბლიკური პარტია
საქართველოს გზა
ხალხის პარტია