”ინტერპრესნიუსი”, 1.08.2011
კვალიფიციურ საარჩევნო სუბიექტებს შესაძლოა არჩევნებში მონაწილეობა გაუმარტივდეთ.
"საარჩევნო კოდექსში" დაგეგმილი ცვლილებების მიხედვით, კვალიფიციური საარჩევნო სუბიექტების არჩევნებში მონაწილეობისთვის, საჭირო აღარ იქნება ხელმოწერების შეგროვება და ცესკოში წარდგენა.
დღეს მოქმედი რედაქციით, 30 ათასი ამომრჩევლის ხელმოწერა სჭირდება პარტიას, რომელიც არჩევნებში აპირებს მონაწილეობის მიღებას და რომელსაც არ ჰყავს წარმომადგენელი პარლამენტში.
ხელისუფლებასა და ოპოზიციის ნაწილს შორის მიღწეული შეთანხმებით კი, ხელმოწერების შეგროვება ასევე არ დასჭირდება პარტიას, რომელიც სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება.
"საარჩევნო კოდექსში" ცვლილებები, რომელთა შორის დაფინანსების ზღვარის გაზრდაც იქნება, პარლამენტში 20 სექტემბრისთვის იქნება ინიცირებული. მანამდე კი, 20 აგვისტოსთვის, ცვლილებების პროექტი ვენეციის კომისიას გადაეგზავნება.
იხილეთ დედანი