”ინტერპრესნიუსი”, 1.08.2011

ახალი საარჩევნო კოდექსის პროექტი პარლამენტში 20 სექტემბრისთვის იქნება ინიცირებული. ამის შესახებ ჟურნალისტებს დღეს პარლამენტში გამართული სარედაქციო ჯგუფის შეხვედრის დასრულების შემდეგ განუცხადეს.
როგორც იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე პავლე კუბლაშვილი და "ქრისტიან-დემოკრატი" გიორგი ახვლედიანი აცხადებენ, 20 აგვისტოსთვის საარჩევნო კოდექსში შესატანი ცვლილებები ვენეციის კომისიას გადაეგზავნება და მხოლოდ ამის შემდეგ მოხდება მისი ინიცირება პარლამენტში.
"მემარჯვენე" მამუკა კაციტაძე კი ამ ფაქტს უმნიშვნელოვანეს ფაქტორად აფასებს და აცხადებს, რომ ვენეციის კომისიას, როგორც წესი, უკვე მიღებული კანონები გადაეგზავნებოდა ხოლმე და საკმაოდ მნიშვნელოვანია, რომ საარჩევნო კოდექსში ცვლილებების პროექტი პარლამენტში მხოლოდ მას შემდეგ იქნება ინიცირებული, რაც ცნობილი იქნება ვენეციის კომისიის დასკვნა. რაც შეეხება საკონსტიტუციო ცვლილებას, პავლე კუბლაშვილის თქმით, საკონსტიტუციო ცვლილებას, რომლის მიხედვით დეპუტატების რაოდენობა 150-დან 190-მდე უნდა გაიზარდოს, ასევე სექტემბერში იქნება პარლამენტში ინიცირებული.

იხილეთ დედანი

Технологии Blogger.

შეცვლის თუ არა ბიძინა ივანიშვილის გაპოლიტიკოსება პოლიტიკურ ვითარებას ქვეყანაში?

არქივი

პოპულარული

რეკლამა

ბლოგის შესახებ

Моя фотография
კოალიციის წევრები არიან: სამოქალაქო კულტურის საერთაშორისო ცენტრი, ადამიანის უფლებათა ცენტრი, საქართველოს მედია მონიტორინგის ცენტრი, კონფლიქტებისა და მოლაპარაკებების საერთაშორისო კვლევითი ცენტრი, კავკასიის ეკონომიკური და სოციალური კვლევითი ინსტიტუტი, საქართველოს მედია კლუბი, ადგილობრივი დემოკრატიის ქსელის ცენტრი, სამოქალაქო განათლების რესურს-ცენტრი, ირაკლი მელაშვილი - ექსპერტი საარჩევნო საკითხებში, ზვიად ქორიძე - მედია ექსპერტი. კოალიციის შექმნის მიზანია, სხვადასხვა სფეროში მომუშავე ორგანიზაციებმა და ექსპერტებმა, საკუთარი რესურსებისა და შესაძლებლობების გაერთიანებით, ხელი შეუწყონ ქვეყანაში თავისუფალი და სამართლიანი საარჩევნო გარემოს ფორმირებას.