”ინტერპრესნიუსი”, 1.08.2011

საარჩევნო პროცესში ჩართული კომისიების დაკომპლექტების და მუშაობის პრინიციპებზე საბოლოო პოზიციები, სექტემბრისთვის ჩამოყალიბდება.
ხელისუფლებისა და ოპოზიციის ნაწილის შეთანხმებით, უნდა შეიქმნას მედიამონიტორინგის, საარჩევნო სიების გადამოწმების და ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებაზე ზედამხედველი კომისიები.
როგორც დღევანდელი სარედაქციო ჯგუფის შეხვედრის შემდეგ გახდა ცნობილი, ამ კომისიების მუშაობასთან დაკავშირებით წინადადებებს არასამთავრობო ორგანიზაციები, სექტემბრისთვის წარადგენენ.
ასევე, გადაწყდა, კომისიების ფორმირების და მუშაობის პრინციპები და ასევე უფლებამოვალეობები, კანონით გაიწერება.
რაც შეეხება არასამთავრობო ორგანიზაცებს, რომლებიც შესაბამის წინადადებებს შეიმუშავებენ, ესენი ის ორგანიზაციები იქნებიან, რომლებიც საარჩევნო კოდექსზე მომუშავე ჯგუფის მუშაობაში იღებდნენ მონაწლეობას. კერძოდ, "სამართლიანი არჩევნები~, "ახალი თაობა - ახალი ინიციატივა~, საია, "საერთაშორისო გამჭვირვალობა~, ოპოზიციური "ექვსიანის~ მიერ შერჩეული კონკრეტული არასამთავრობოებიდან წარმომადგენელი, ასევე 18 არასამთავრობოს წარმოადგენდა კახი კახიშვილი, "მრეწველების~ მიერ წარმოდგენილი პირი, საპარლამენტო ოპოზიციის მიერ წარმოდგენილი არასამთავრობო სექტორიდან ბადრი ნიაური და ხელისუფლების მიერ წარმოდგენილი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენელი. ასევე, ჯგუფს დაემატება ჟურნალისტების საინიციატივო ჯგუფიდან ერთი წარმომადგენელი.
იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე პავლე კუბლაშვილმა დააკონკრეტა, რომ სექტემბრისთვის უკვე დაიგეგმა რამდენიმე შეხვედრა, რომელიც მედიამონიტორინგის, უწყებათაშორისი კომისიის და საარჩევნო სიების გადამოწმების საკითხებს უკავშირდება.

იხილეთ დედანი

Технологии Blogger.

შეცვლის თუ არა ბიძინა ივანიშვილის გაპოლიტიკოსება პოლიტიკურ ვითარებას ქვეყანაში?

არქივი

პოპულარული

რეკლამა

ბლოგის შესახებ

Моя фотография
კოალიციის წევრები არიან: სამოქალაქო კულტურის საერთაშორისო ცენტრი, ადამიანის უფლებათა ცენტრი, საქართველოს მედია მონიტორინგის ცენტრი, კონფლიქტებისა და მოლაპარაკებების საერთაშორისო კვლევითი ცენტრი, კავკასიის ეკონომიკური და სოციალური კვლევითი ინსტიტუტი, საქართველოს მედია კლუბი, ადგილობრივი დემოკრატიის ქსელის ცენტრი, სამოქალაქო განათლების რესურს-ცენტრი, ირაკლი მელაშვილი - ექსპერტი საარჩევნო საკითხებში, ზვიად ქორიძე - მედია ექსპერტი. კოალიციის შექმნის მიზანია, სხვადასხვა სფეროში მომუშავე ორგანიზაციებმა და ექსპერტებმა, საკუთარი რესურსებისა და შესაძლებლობების გაერთიანებით, ხელი შეუწყონ ქვეყანაში თავისუფალი და სამართლიანი საარჩევნო გარემოს ფორმირებას.