”ინტერპრესნიუსი” , 1.08.2011

საარჩევნო დავების განხილვისთვის დადგენილი ვადები, სავარაუდოდ, გადაიხედება.
აღნიშნული საკითხი საარჩევნო კოდექსზე მომუშავე ჯგუფს რამდენიმე თვის წინ, ხელისუფლებამ შესთავაზა, დღეს კი სარედაქციო ჯგუფი უკვე კონკრეტულ ფორმულირებაზე ჩამოყალიბდა.
კანონის მოქმედი ნორმით, საუბნო საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილება კომისიის მიერ მისი მიღებიდან 2 კალენდარული დღის ვადაში შეიძლება გასაჩივრდეს შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიაში, რომელიც საჩივარს იხილავს 1 კალენდარული დღის ვადაში. საოლქო საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილება მისი მიღებიდან 2 კალენდარული დღის ვადაში შეიძლება გასაჩივრდეს რაიონულ/საქალაქო სასამართლოში. რაიონული/საქალაქო სასამართლო საჩივარს იხილავს 2 კალენდარული დღის ვადაში. რაიონული/საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს გადაწყვეტილების გამოტანიდან 2 კალენდარული დღის ვადაში სააპელაციო სასამართლოში, რომელიც გადაწყვეტილებას იღებს საჩივრის შეტანიდან 2 კალენდარული დღის ვადაში. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება.
ასევე, მოქმედი რედაქცია ითვალისწინებს, საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევა შეიძლება გასაჩივრდეს შესაბამის საარჩევნო კომისიაში. საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილება კი შეიძლება გასაჩივრდეს მხოლოდ ზემდგომ საარჩევნო კომისიაში და მხოლოდ ამის შემდგომ – სასამართლოში.
სარედაქციო ჯგუფი კი შეთანხმდა, რომ სასამართლოსთვის მიმართვა, თავიდანვე იქნება შესაძლებელი. კერძოდ, საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ზემდგომ საარჩევნო კომისიაში ან სასამართლოში.
რაც შეეხება ვადებს, შეთანხმებული ვარიანტით დგინდება, რომ საუბნო საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილება, კომისიის მიერ მისი მიღებიდან 2 კალენდარული დღის ვადაში შეიძლება გასაჩივრდეს შესაბამის საოლქო კომისიაში ან 4 კალენდარული დღის ვადაში, შესაბამის რაიონულ/საქალაქო სასამართლოში. ასევე, საოლქო საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილება 3 კალენდარული დღის ვადაში შეიძლება გასაჩივრდეს შესაბამის რაიონულ სასამართლოში, რომელიც საჩივარს იხილავს 1 კალენდარული დღის ვადაში. სასამართლოს გადაწყვეტილება მისი მიღებიდან 2 კალენდარული დღის ვადაში შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო სასამართლოში, რომელიც საცივარს იხილავს 1 კალენდარული დღის ვადაში. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება კი კვლავ საბოლოო იქნება.
"საარჩევნო კოდექსში" ცვლილებები, რომელთა შორის დაფინანსების ზღვარის გაზრდაც მოხდება, პარლამენტში 20 სექტემბრისთვის იქნება ინიცირებული. მანამდე კი, 20 აგვისტოსთვის, ცვლილებების პროექტი ვენეციის კომისიას გადაეგზავნება.

იხილეთ დედანი

Технологии Blogger.

შეცვლის თუ არა ბიძინა ივანიშვილის გაპოლიტიკოსება პოლიტიკურ ვითარებას ქვეყანაში?

არქივი

პოპულარული

რეკლამა

ბლოგის შესახებ

Моя фотография
კოალიციის წევრები არიან: სამოქალაქო კულტურის საერთაშორისო ცენტრი, ადამიანის უფლებათა ცენტრი, საქართველოს მედია მონიტორინგის ცენტრი, კონფლიქტებისა და მოლაპარაკებების საერთაშორისო კვლევითი ცენტრი, კავკასიის ეკონომიკური და სოციალური კვლევითი ინსტიტუტი, საქართველოს მედია კლუბი, ადგილობრივი დემოკრატიის ქსელის ცენტრი, სამოქალაქო განათლების რესურს-ცენტრი, ირაკლი მელაშვილი - ექსპერტი საარჩევნო საკითხებში, ზვიად ქორიძე - მედია ექსპერტი. კოალიციის შექმნის მიზანია, სხვადასხვა სფეროში მომუშავე ორგანიზაციებმა და ექსპერტებმა, საკუთარი რესურსებისა და შესაძლებლობების გაერთიანებით, ხელი შეუწყონ ქვეყანაში თავისუფალი და სამართლიანი საარჩევნო გარემოს ფორმირებას.