"პირველი"
30.09.2011

"ტრადიციონალისტთა კავშირის" ლიდერი და ბლოკ "ეროვნულ ფორუმის" წევრი აკაკი ასათიანი "ექვსიანში" სხვა პოლიტიკური პარტიების შესვლის მომხრეა.

როგორც ასათიანმა დღეს გაზეთ "პრაიმ-თაიმის" პრეს-კლუბში სტუმრობისას განაცხადა, "ის პარტიები, რომლებიც საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებისათვის ბრძოლას გადაწყვეტენ, ამ პროცესის მონაწილეები უნდა გახდნენ".

მისივე თქმით, "ექვსიანის" გაფართოების იდეას "ექვსიანში" შემავალი პარტიების ნაწილი არ იზიარებს, თუმცა ამ საკითხზე კონსულტაციები მიმდინარეობს".

"რევოლუციის მომხრე პარტიებისგან ამ საკითხთან დაკავშირებით პოზიციის დაფიქსირებას ველოდები. ამ პარტიებში, რა თქმა უნდა, "სახალხო კრება" იგულისხმება. თუ ვინმე სამართლიანი არჩევნებისთვის ბრძოლის სურვილს გამოთქვამს, მიმაჩნია, რომ ეს საკითხი "ექვსიანში" უნდა იქნას განხილული და სურვილის მქონე პარტიები "ექვსიანის" რიგებში უნდა იქნას მიღებული", - განაცხადა ასათიანმა.



იხილეთ დედანი

Технологии Blogger.

შეცვლის თუ არა ბიძინა ივანიშვილის გაპოლიტიკოსება პოლიტიკურ ვითარებას ქვეყანაში?

არქივი

პოპულარული

რეკლამა

ბლოგის შესახებ

Моя фотография
კოალიციის წევრები არიან: სამოქალაქო კულტურის საერთაშორისო ცენტრი, ადამიანის უფლებათა ცენტრი, საქართველოს მედია მონიტორინგის ცენტრი, კონფლიქტებისა და მოლაპარაკებების საერთაშორისო კვლევითი ცენტრი, კავკასიის ეკონომიკური და სოციალური კვლევითი ინსტიტუტი, საქართველოს მედია კლუბი, ადგილობრივი დემოკრატიის ქსელის ცენტრი, სამოქალაქო განათლების რესურს-ცენტრი, ირაკლი მელაშვილი - ექსპერტი საარჩევნო საკითხებში, ზვიად ქორიძე - მედია ექსპერტი. კოალიციის შექმნის მიზანია, სხვადასხვა სფეროში მომუშავე ორგანიზაციებმა და ექსპერტებმა, საკუთარი რესურსებისა და შესაძლებლობების გაერთიანებით, ხელი შეუწყონ ქვეყანაში თავისუფალი და სამართლიანი საარჩევნო გარემოს ფორმირებას.