გაზეთი "ვერსია"
ავტორი ნინო კომახიძე
30.09.2011

კახა სეთურიძე: ,,სასაცილოა, ,,ექვსიანის’‘ სურვილიპარლამენტში უმრავლესობითმოვიდესროცა ივლისის მერე წინ ერთი  ნაბიჯი არ გადაგვიდგამს!’‘  

   სალომე ზურაბიშვილის პარტიის ლიდერი ხელისუფლების 200-ათასიან შემოთავაზებაზეალაპარაკდა    
სალომე ზურაბიშვილის პარტიაში ინჟინერი კახაბერ სეთურიძე პოლიტიკაშიპირდაპირ აქციებიდან 2007 წლის 7 ნოემბრის დარბევის შემდეგ მოვიდა. ,,საქართველოს გზაში’‘ მისვლას კი იმით ხსნისრომ სალომე ზურაბიშვილი მაშინყველაზე ნაკლებ გაუგებრობაში იყო გახვეულიახალი პოლიტიკური სახეჯერზურაბიშვილის სახელისშემდეგ რვიან-ექვსიანის ჩრდილქვეშ მოექცა და დიდად არც მედია ანებივრებს.სამაგიეროდსაქართველოს გზის ლიდერიკახაბერ სეთურიძე ,,ვერსიასთან’‘ ღიად საუბრობს ,,ექვსიანის’‘ დაშლისპერიპეტიებზეაღიარებსშედეგად მიღებულ უმოქმედო თვეებსშეუთანხმებლობით დაზარალებულ მთავარმიზანს და დიპლომატიურადთუმცა აშკარადხელისუფლებასთან ხელმომწერ ოპოზიციას ,,ფულის გათეთრების’‘კიდევ ერთ მექანიზმში ამხელს:    
,,ქართველთა მარშზე’‘ ქუჩაში 2000 კაცზე მეტი რომ არ გამოვიდაიმას ნიშნავსრომ საზოგადოება ჩვენგან უფრო მეტს ელის.თამასა ისეთ სიმაღლეზე ავწიეთსაიდანაც ქვემოთ ჩამოსვლა არ შეიძლებავთქვითრომ იქმნება კოალიციარომელიც მზადააიბრძოლოს საარჩევნო და საარსებო გარემოსთვისუნდა ჩაგვერთო მილიონი ამომრჩეველიგვევლო კარდაკარ და .ხალხიელისდღეს თუ ხვალრაიმეს დაიწყებენომე კი ვფიქრობუკვე ძალიან დაგვაგვიანდამით უმეტეს, ,,ნაციონალების’‘გახურებული საარჩევნო კამპანიის ფონზეის საქმერასაც ახლა ვაკეთებთსტრუქტურების ჩამოყალიბება თუ ურთიერთობებისგარკვევაზაფხულში უნდა გვეკეთებინა.  
ამის ნაცვლად კითურმეკვოტებზე დავობდითთუმცაყველაზე ნაკლები პრეტენზია თქვენთან აქვთერთიგარანტირებული ადგილი აქვს სიაში და არც ხმას იღებსარც ხელს გვიშლისოამდენ ხანსმართლარას აკეთებდით?
საერთოდჩვენ რაც უნდა ჩავწეროთ იმ სიებშიეგ არაფერს ნიშნავსსაბოლოოდმაინც ხალხი წყვეტსვინ უნდა მოხვდესპარლამენტში და ვინ _ არაეს ჩემთვის მეათეხარისხოვანიასხვაზე თავს ნამდვილად ვერ დავდებთანეს პრობლემა პირველნომრად არავის დაუსახელებია.  
აბარა არის ნომერ პირველი პრობლემა ,,ექვსიანში’‘, გარდა იმისარომ დრო თქვენს წინააღმდეგ მუშაობს?
ვერ ვიტყვირომ რომელიმე პარტია განსაკუთრებით მონდომებულიაან რამეშია დამნაშავერეალობაზე პასუხს ყველათანაბრად აგებსზოგიერთიმაგალითად ფორუმიფიქრობსრომ საჭიროა გაფართოებასხვა სუბიექტების შემოყვანა დაერთიანი ძალებით ბრძოლა.
 რა გაფართოებაზე საუბრობთროცა ბოლო ორი თვეათუ ვინმე გახსენებთმხოლოდ იმ კონტექსტშიდარჩნენ თუდაიშალნენოახლაც ამას გეკითხებითდარჩით თუ დაიშალეთ?
აიეს ის შემთხვევააროცა დიპლომატიურად უნდა გიპასუხოთსაბოლოო პასუხსსადღაც ერთ კვირაში გაიგებთყოველშემთხვევაშიამ ეტაპზე, ,,დარჩენილები’‘ ვართახლა ისაა გასარკვევირამდენად სიცოცხლისუნარიანი იქნება ,,ექვსიანი’‘. თუჩემი პარტია ჩათვლისრომ მიმდინარე პროცესი მისაღებიამაშინრა თქმა უნდავრჩები ,,ექვსიანში’‘ და ბრძოლას ვაგრძელებ.თუ არადანებისმიერ შემთხვევაშიდავრჩები ერთგული იმ პირობისაკალათბურთის დარბაზში რომ დავდეთ.
 ისე საუბრობთმგონიმაგ გაურკვეველი ერთობიდან წამოსვლას აპირებთ.  
საერთოდჩვენი პარტია სულ გაერთიანებაზე იყო ორიენტირებული და ეს დღესაც აქტუალური თემაა ჩვენთვის.აბსოლუტურად ნათელიარომ დამოუკიდებლად ვერც ერთი პარტია ვერაფერს მიაღწევს.
 განსაკუთრებითთქვენ.
ამას ხაზსალბათიმიტომ უსვამთრომ ზურაბიშვილი აქ არაა და თქვენს წინაშე ახალი სახეაპროცენტები და რეიტინგებიუმადური საქმეაუცბადშეიძლება აგწიონ და მერე ვარდნა უფრო მტკივნეული ხდება.  
ანუმოდიხართ 6-იანიდან და რასაც დაგვპირდითიმას დამოუკიდებლად აკეთებთ?
ვისურვებდიდანაპირები ერთად შეგვესრულებინაამ საქმის მარტო დაწყების პასუხისმგებლობას თავის თავზე ნურავინაიღებსეს წინასწარ კრახისთვისაა განწირულიმაგრამ რაღაც აზრი ამ ერთობასაც ხომ უნდა ჰქონდეს?! ბოლო-ბოლოთუ ვერშევთანხმდებითჯვარი არავისზე გვაქვს დაწერილიდამოუკიდებლად იმაზე 5-ჯერ ნაკლებს შევძლებთვიდრე ,,ექვსიანში’‘,მაგრამ ჩვენზე ვერავინ იტყვისცდა დააკლესოდღეს საკითხი ასე დგასთუმცა საუბრები დაბლოკებაზეც ყოფილაიმასაცვითვალისწინებდითრომშესაძლოაკიდევ ვიღაც შემოგვმატებოდაარავის აქვს უფლებავინმეს პროცესში ჩართვა აუკრძალოს
დაბლოკება ახლა თქვენი უკანასკნელი მაშველი რგოლია?
მაშველი რგოლია არა იმიტომ, 10-15 კაცი მოხვდეს პარლამენტშიარამედ იმიტომრომ მოვიდეთ უმრავლესობაში.
მომიტევეთეს განსაკუთრებით სასაცილოდ ჟღერდა!  
სასაცილოდ ჟღერს იმიტომრომ არაფერს ვაკეთებთროგორ არ უნდა ჟღერდესროცა ივლისის მერეწინ ერთი ნაბიჯი არგადაგვიდგამსყველა მოქმედება ახლა იმისკენაა მიმართულიისეთი ბირთვი შეიქმნასრომელსაც გარე და შიდა პროცესებივერაფერს დააკლებს.  
მაშინ ცოტა სწრაფად ჩამოყალიბდითოქტომბერ-ნოემბერში ზეაქტიურები უნდა იყოთთუ მართლა გსურთცვლილებებირადგან კოდექსზე მსჯელობა პარლამენტში ნოემბრის ბოლოს დასრულდება.
 დაახლოებითერთ კვირაში ჩამოვყალიბდებითერთად ვართ თუ დამოუკიდებლადდა რას და როგორ ვაპირებთახლაინტენსიური შეხვედრები გვაქვსჩვენ ერთობის მომხრე ვართოღონდ გარკვეული შეთანხმებითარის სხვა პოზიციებიცერთობაყველას უნდარადგან ხვდებიანრომ მარტო გაუჭირდებათმაგრამ ამ ერთობის ფორმაზე ვერ ვთანხმდებითფაქტია, ,,ექვსიანი’‘არ არის თვითკმარიარც ისე უნდა ხდებოდესრომ ვიღაც სადღაც გარბისმერე ტელევიზიით გვეძახის და .რადგანშეთანხმება არ შემდგარა.ჯერ ფორუმს არც თამაშის წესები დაურღვევიაჩვენ მოვლენებს წინ გავუსწარითჯერ კოალიციაშევქმენით და მერე დავიწყეთ ძირითად საკითხებზე საუბარიეს ჩვენი ფორსმაჟორი იყოვიციეს სიტუაცია ძალიან მოსაწყენი,ალბათ _ აღმაშფოთებელიცააქვეყანაში სრული შტილიათანჩვენ ამ დროს ცხელ შემოდგომას ვაანონსებთ და რეალურად,არაფერს ვაკეთებთასე უსაშველოდ ვერ გაგრძელდებაეს პირადად ჩემი პარტიის ინტერესიარადგან ტალახი ყველას ხვდება,მათ შორისმეცარც გეომეტრიული პროგრესიით შემცირებაა კარგიჯერ რვიდან ექვსნი დავრჩითახლა 6-დან 4 რომაღმოვჩნდეთ და .ეს ხარისხსა და ნდობაზეც ცუდად იმოქმედებსთუ ვერ შევთანხმდით, ,,ექვსიანიდან’‘ ერთიანი დარჩება,ჩემი აზრი ესაა და სხვისი _ არ ვიციპოლიტიკური იმიჯისთვისვფიქრობყველა პარტიის გადმოსახედიდან ასე სჯობსიმედია,ჩვენი შიდაგაუგებრობები საერთო წარმატებას პრობლემას არ შეუქმნისთუმცაჩვენდა სამწუხაროდხალხივისაც დიდ პატივსვცემთბარიკადის მეორე მხარეს აღმოჩნდა, ,,მემარჯვენეებს’‘ ვგულისხმობ.
ქრისტიან-დემოკრატებს პატივსაც აღარ სცემთსხვათა შორისსანამ თქვენ ერთმანეთში ერკვევითსიებისმონიტორინგის ჯგუფი სწორედ ვეფხვაძის ინიციატივით იკრიბებარომელშიც მხოლოდ ხელისუფლება დახელმომწერი პარტიები შევლენასეთი სიები თქვენთვის სანდო იქნება?  
მათთან ისეთი ურთიერთობა არ მქონიაროგორც გამყრელიძესთანაქ ის არაა მთავარირომ სიების გადამოწმებაში არვმონაწილეობთ და ვერც ამისთვის გამოყოფილ თანხებს მივიღებთ.კარდაკარსროცა ჯერ კიდევ არ გახლდით პარტიისთავმჯდომარეუშუალოდვხელმძღვანელობდი და კარგად მახსოვს ის პერიპეტიებირაც გავიარეთ.  
მეც კარგად მახსოვს მაშინდელი განწყობაოპოზიცია 100 000-ად გაიყიდაო.
 არსებობს მონაცემებისადაც ჩანსრომ გამოყოფილი 100 000 ლარი ჩვენს მიერ გამჭვირვალედ დაიხარჯამართლა ვიმუშავეთ,თანხის 90% კი ხელფასებში წავიდამაგრამ ამ მუშაობას რა შედეგი მოჰყვააღმოვაჩინეთ არარსებული ქუჩები და .ამის მერემიდის აზრთა გაცვლა-გამოცვლაარავინ არაფერს ითვალისწინებსსიები იგივეა და ცესკო რაღაც აბსურდულ პასუხებს გვცემს.
 ანუსიების მონიტორინგის ჯგუფით ხელისუფლება პარტიებს ისევ ყიდულობს და თან ფულს ,,ათეთრებს’‘?
 ის ფულს ხარჯავს და ეს უღირს კიდეცზოგმა პარტიამშესაძლოაეს ფული ჯიბეში ჩაიდოსან პარტიის განვითარებასმოახმაროსვთქვათკომპიუტერი შეიძინოს და .ამ მონიტორინგის შედეგიც ნაკლები იქნებარადგან პროცესში ნაკლებიპარტიებია ჩართულისამაგიეროდროგორც ვიცითანხა გაცილებით მეტია _ იგი გაორმაგებულიაყოველ შემთხვევაშინაციონალურმა მოძრაობამ შემოგვთავაზადროისა და თანხის გაზრდა და მაშინ საუბარი 200 000-ზე იყოეს საკმაოდ დიდიფულია იმისათვისრომ წინასაარჩევნო კამპანია დააფინანსოარავის არაფერს ვაბრალებუბრალოდამაში ერთხელ უკვე ვიყავიჩათრეული და არანაირი სურვილი არ მაქვსიგივე გავიმეოროსააკაშვილმა ისიც თქვამეტი ოპოზიციონერი მოხვდებაპარლამენტშიოეს უკვეთავისთავადრაღაც გარიგების ფორმააამიტომაც იზრდება დეპუტატების რიცხვი პარლამეტში.
 ცვლილებები _ ნულისიების სანდოობა _ ნულისხვებს რომ თავი დავანებოთკარგად იცით ეს ყველაფერი დაარჩევნებზე მაინც მიდიხართ?
 ხალხს დავპირდითან დავათმობინებთ რეალურ ცვლილებებსან ისეთ პირობებს შევქმნითსააკაშვილს გაყალბებულიარჩევნები არ შეერგოსოსწორედ ისაა რევოლუციური არჩევნებიხალხი საარჩევნო უბნებთან დადგეს და თავისი ხმა დაიცვას.არსებული რეალობიდან გამომდინარეეგეც რთული გასაკეთებელიათვითკრიტიკა თავდაცვის ბოლო ფორმაამაგრამ თავს არვიცავესაა რეალობა!
სალომე ზურაბიშვილი რას ფიქრობს ამ რეალობაზებედის ირონია იყოქაჯები მიდიანო რომ თქვა და... წავიდა.  
ქაჯები არსად წასულანისევ აქ არიან და გზაზე გვეღობებიანმასთან სისტემატური კავშირი არ მაქვსმაგრამ მიმდინარემოვლენების საქმის კურსშიაყოველ შემთხვევაშიაქამდე იმედი ჰქონდარომ ,,ექვსიანს’‘ გარკვეული ძვრების მოხდენა შეეძლო.ის ჩვენი პარტიის საპატიო ლიდერია და ჩათვალეთპარტიის პოზიცია მისი პოზიციაცაა.
და თქვენ რატომ არ ხართ პოლიტიკურად უფრო აქტიურიან რის იმედით მიდიხართ არჩევნებში?
 ჯერ ერთიძალიან რთულიასალომეს მერე ჩაიბარო ესტაფეტათან პარტიაშიც რაღაც ცვლილებები იყო, ,,ექვსიანი’‘ კი,თავისთავადმისი კონიუნქტურის ქვეშ გაქცევსმარტო ყოფნათუნდაც იმითაა უფრო კომფორტულირომ მეტად გამოჩნდები,მაგრამ არ მინდაამის გამო ხელი რამეს შეეშალოსჯანდაბასჩრდილში ვიყოოღონდ საერთო საქმე გამოვიდესთუ ,,ექვსიანი’‘ვერ შეთანხმდამარტო ვიქნებიბევრი ისეთი პარტია ვიცივინც თავისი სცადაარ გამოუვიდა და ამით ქვეყანა არ დაქცეულა.არჩევნებამდე ჯერ დიდი დროაშევხედოთშესაძლოაისეთი პარტნიორი გამოჩნდესვისთანაც დაბლოკება შეიძლება.

Технологии Blogger.

შეცვლის თუ არა ბიძინა ივანიშვილის გაპოლიტიკოსება პოლიტიკურ ვითარებას ქვეყანაში?

არქივი

პოპულარული

რეკლამა

ბლოგის შესახებ

Моя фотография
კოალიციის წევრები არიან: სამოქალაქო კულტურის საერთაშორისო ცენტრი, ადამიანის უფლებათა ცენტრი, საქართველოს მედია მონიტორინგის ცენტრი, კონფლიქტებისა და მოლაპარაკებების საერთაშორისო კვლევითი ცენტრი, კავკასიის ეკონომიკური და სოციალური კვლევითი ინსტიტუტი, საქართველოს მედია კლუბი, ადგილობრივი დემოკრატიის ქსელის ცენტრი, სამოქალაქო განათლების რესურს-ცენტრი, ირაკლი მელაშვილი - ექსპერტი საარჩევნო საკითხებში, ზვიად ქორიძე - მედია ექსპერტი. კოალიციის შექმნის მიზანია, სხვადასხვა სფეროში მომუშავე ორგანიზაციებმა და ექსპერტებმა, საკუთარი რესურსებისა და შესაძლებლობების გაერთიანებით, ხელი შეუწყონ ქვეყანაში თავისუფალი და სამართლიანი საარჩევნო გარემოს ფორმირებას.