"ინტერპრესნიუსი"
30.09.2011

პარტია "თავისუფალი დემოკრატების" წევრის, დეპუტატ გიორგი ცაგარეიშვილის აზრით, ამომრჩეველთა სიები არა "მრავალჯერ ნაცადი" მეთოდებით, არამედ ბიომეტრიული მონაცემებით უნდა შედგეს. 
როგორც პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ცაგარეიშვილმა ამომრჩეველთა სიების გადამოწმების მიზნით კომისიის შექმნის საკითხის განხილვისას განაცხადა, სამწუხაროა, რომ კანონპროექტს ხელს მხოლოდ სამი ოპოზიციური პარტია აწერს, ნაცვლად რვისა.
"ეს თქვენი არჩევანია, თქვენ საერთო ვერ ნახეთ დანარჩენ ექვს პარტიასთან და საერთო ნახეთ "ნაციონალურ მოძრაობასთან", რომელთანაც იზიარებთ პასუხისმგებლობას არჩევნების ნორმალურად ჩატარებაზე", – მიმართა ცაგარეიშვილმა ოპოზიციონერ კოლეგებს.
დეპუტატს აინტერესებს, საბოლოოდ რამდენი პარტია მოაწერს ხელს "ნაციონალური მოძრაობის" ყაიდაზე შექმნილ დოკუმენტს" და რამდენი არასამთავრობო ორგანიზაცია გაიზიარებს მათთან და "ნაციონალურ მოძრაობასთან" ერთად პასუხისმგებლობას სიების გადამოწმებაზე.
ცაგარეიშვილმა დასძინა, რომ ამომრჩეველთა სიები ბიომეტრიული მონაცემების საფუძველზე უნდა შედგეს და არა მრავალჯერ ნაცადი მეთოდებით, რაშიც პარტიებმა ადრე 100-100 ათასი ლარი აიღეს და "კაცმა არ იცის რაში დახარჯეს".



იხილეთ დედანი

Технологии Blogger.

შეცვლის თუ არა ბიძინა ივანიშვილის გაპოლიტიკოსება პოლიტიკურ ვითარებას ქვეყანაში?

არქივი

პოპულარული

რეკლამა

ბლოგის შესახებ

Моя фотография
კოალიციის წევრები არიან: სამოქალაქო კულტურის საერთაშორისო ცენტრი, ადამიანის უფლებათა ცენტრი, საქართველოს მედია მონიტორინგის ცენტრი, კონფლიქტებისა და მოლაპარაკებების საერთაშორისო კვლევითი ცენტრი, კავკასიის ეკონომიკური და სოციალური კვლევითი ინსტიტუტი, საქართველოს მედია კლუბი, ადგილობრივი დემოკრატიის ქსელის ცენტრი, სამოქალაქო განათლების რესურს-ცენტრი, ირაკლი მელაშვილი - ექსპერტი საარჩევნო საკითხებში, ზვიად ქორიძე - მედია ექსპერტი. კოალიციის შექმნის მიზანია, სხვადასხვა სფეროში მომუშავე ორგანიზაციებმა და ექსპერტებმა, საკუთარი რესურსებისა და შესაძლებლობების გაერთიანებით, ხელი შეუწყონ ქვეყანაში თავისუფალი და სამართლიანი საარჩევნო გარემოს ფორმირებას.