"ინტერპრესნიუსი"
17.10.2011

ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკური პროცესებიდან გათიშვას არ აპირებს. როგორც ru.reuters.com იუწყება, ამის შესახებ ივანიშვილმა "როიტერთან" საუბარში მისთვის საქართველოს მოქალაქეობის ჩამორთმევის კომენტირებისას განუცხადა. 
"მათ სცადეს, პოლიტიკური პროცესებიდან გამომთიშონ, მაგრამ მე გაჩერებას არ ვაპირებ. თუ ისინი შეეცდებიან, რომ არჩევნებში მონაწილეობა ამიკრძალონ, ეს არჩევნები არალეგიტიმური იქნება", - განაცხადა ივანიშვილმა. 
ამასთან, "როიტერი" აღნიშნავს, რომ ივანიშვილმა საქართველოს მოქალაქეობა 2004 წელს, პრეზიდენტ სააკაშვილის პირადი განკარგულებით მიიღო. 
ოპოზიციასთან მოლაპარაკებების კომენტირებისას კი, ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, რომ საუბარი იმაზე, შეიქმნება ბლოკი, თუ იქნება ერთი პარტია, ნაადრევია. 
"ამჟამად მიმდინარეობს მოლაპარაკებები ჯანსაღ ოპოზიციურ პოლიტიკურ ძალებთან. 90%-ანი დარწმუნებით შემიძლია გითხრათ, რომ პარლამენტში აბსოლუტური უმრავლესობით გავალთ", - განაცხადა ივანიშვილმა. 
მან "როიტერთან" საუბარში ასევე აღნიშნა, რომ პოლიტიკაში მოსვლა "ერთკვირიანი ყოყმანისა და უძილო ღამის" შემდეგ გადაწყვიტა. 
"მე ბოლო მომენტამდე ვყოყმანობდი, მაგრამ ახლა ვფიქრობ, რომ ჩემი პოზიციები დღითიდღე გამყარდება, ხოლო ხელისუფლების პოზიციები დასუსტდება", - განაცხადა ბიზნესმენმა.
მან დაადასტურა, რომ აპირებს, რუსეთში მისი აქტივები გაყიდოს და ფული ქართულ ეკონომიკაში ჩადოს. 
"რუსეთში ჩემი ქონების შეფასების პროცესი უკვე დაწყებულია. მესმის, რომ მაქსიმალურ ფასად ვერ გავყიდი, მაგრამ მზად ვარ, ყველაფერი გავყიდო", - განაცხადა ივანიშვილმა.



იხილეთ დედანი

Технологии Blogger.

შეცვლის თუ არა ბიძინა ივანიშვილის გაპოლიტიკოსება პოლიტიკურ ვითარებას ქვეყანაში?

არქივი

პოპულარული

რეკლამა

ბლოგის შესახებ

Моя фотография
კოალიციის წევრები არიან: სამოქალაქო კულტურის საერთაშორისო ცენტრი, ადამიანის უფლებათა ცენტრი, საქართველოს მედია მონიტორინგის ცენტრი, კონფლიქტებისა და მოლაპარაკებების საერთაშორისო კვლევითი ცენტრი, კავკასიის ეკონომიკური და სოციალური კვლევითი ინსტიტუტი, საქართველოს მედია კლუბი, ადგილობრივი დემოკრატიის ქსელის ცენტრი, სამოქალაქო განათლების რესურს-ცენტრი, ირაკლი მელაშვილი - ექსპერტი საარჩევნო საკითხებში, ზვიად ქორიძე - მედია ექსპერტი. კოალიციის შექმნის მიზანია, სხვადასხვა სფეროში მომუშავე ორგანიზაციებმა და ექსპერტებმა, საკუთარი რესურსებისა და შესაძლებლობების გაერთიანებით, ხელი შეუწყონ ქვეყანაში თავისუფალი და სამართლიანი საარჩევნო გარემოს ფორმირებას.