"მე ვირჩევ"
1.10.2011

არასამთავრობო ორგანიზაციები თელავის შუალედურ არჩევნებზე დასაკვირვებლად დღეს გაემგზავრებიან. როგორც სადამკვირვებლო ორგანიზაციებისგან შევიტყვეთ, დღესვე მოეწყობა შტაბები, რომელიც არჩევნებზე მონიტორინგს განახორციელებს.

"სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება" (ISFED) არჩევნების მიმდინარეობას თელავის 43 საარჩევნო უბანზე დააკვირდება. ორგანიზაციის აღმასრულებელი დირექტორის, ნინო ლომჯარიას ინფორმაციით, არჩევნების დღეს, “სამართლიანი არჩევნების" სადამკვირვებლო მისია დაფარავს თელავის საარჩევნო ოლქის 43  უბანს,  ორგანიზაციის 43 დამკვირვებლის მეშვეობით. ორგანიზაცია ასევე დამკვირვებელს მიავლენს თელავის საოლქო საარჩევნო კომისიაში. პარალელურად, ინფორმაციის ოპერატიულად მოპოვების მიზნით, ორგანიზაცია ჩამოაყალიბებს მობილურ ჯგუფს,  რომლის ფუნქცია საარჩევნო უბნებზე  გამოვლენილ კრიტიკულ სიტუაციებზე დაუყოვნებელი რეაგირება იქნება.


თელავის შუალედურ არჩევნებს, აგრეთვე, დააკვირდება საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია. ასოციაციის თავმჯდომარის, თამარ ჩუგოშვილის განცხადებით, საია არჩევნების მონიტორინგს მობილური ჯგუფების მეშვეობით განახორციელებს და დარღვევების გამოვლენის შემთხვევაში, მათზე კანონის შესაბამისად მოახდენს რეაგირებას.

არჩევნების მონიტორინგს განახორციელებს "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოც". ორგანიზაციის პროგრამების დირექტორის, ნინა ხატისკაცის ინფორმაციით, "საერთაშორისო გამჭვირვალობაც" არჩევნებს მობილური ჯგუფების მეშვეობით დააკვირდება. მისი განცხადებით, ორგანიზაციამ წინასაარჩევნო პერიოდში უკვე გამოავლინა მეტ-ნაკლებად პრობლემური საარჩევნო უბნები და შესაბამისად, მეტი ყურადღება სწორედ ამ უბნებისკენ იქნება მიმართული.

თელავის შუალედური არჩევნები ხვალ, 2 ოქტომბერს გაიმართება. არჩევნები თელავში გამოკლებული მაჟორიტარი დეპუტატის - გია არსენიშვილის გარდაცვალების გამო დაინიშნა. არჩევნებში სამი პოლიტიკური პარტია მონაწილეობს: "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა", "ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა" და "მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს".


Технологии Blogger.

შეცვლის თუ არა ბიძინა ივანიშვილის გაპოლიტიკოსება პოლიტიკურ ვითარებას ქვეყანაში?

არქივი

პოპულარული

რეკლამა

ბლოგის შესახებ

Моя фотография
კოალიციის წევრები არიან: სამოქალაქო კულტურის საერთაშორისო ცენტრი, ადამიანის უფლებათა ცენტრი, საქართველოს მედია მონიტორინგის ცენტრი, კონფლიქტებისა და მოლაპარაკებების საერთაშორისო კვლევითი ცენტრი, კავკასიის ეკონომიკური და სოციალური კვლევითი ინსტიტუტი, საქართველოს მედია კლუბი, ადგილობრივი დემოკრატიის ქსელის ცენტრი, სამოქალაქო განათლების რესურს-ცენტრი, ირაკლი მელაშვილი - ექსპერტი საარჩევნო საკითხებში, ზვიად ქორიძე - მედია ექსპერტი. კოალიციის შექმნის მიზანია, სხვადასხვა სფეროში მომუშავე ორგანიზაციებმა და ექსპერტებმა, საკუთარი რესურსებისა და შესაძლებლობების გაერთიანებით, ხელი შეუწყონ ქვეყანაში თავისუფალი და სამართლიანი საარჩევნო გარემოს ფორმირებას.