"ინტერპრესნიუსი"
19.10.2011

დემოკრატიისთვის ძალიან მნიშვნელოვანია სათამაშო გარემო, კონკურენტუნარიანი პოლიტიკური ლანდშაფტის არსებობა, სადაც ყველა მოთამაშეს თანაბრად ეპყრობიან და ყველაზე ერთნაირი წესები ვრცელდება. აღნიშნული განცხადება აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილემ უილიამ ბერნსმა დღეს, ქართველ ჟურნალისტებთან შეხვედრაზე გააკეთა.
ამ საკითხს ბერნსი გაზეთ "რეზონანსის" მთავარი რედაქტორის, ლაშა ტუღუშის კითხვაზე პასუხის გაცემისას შეეხო. ტუღუშმა განაცხადა, რომ საქართველოში ამჟამად მედიის დიდი ნაწილი კონტროლდება ხელისუფლების მიერ, სასამართლოები პოლიტიკურად მოტივირებულ გადაწყვეტილებებს იღებენ, ბიზნესი ვერ ბედავს ოპოზიციური პარტიების დაფინანსებას. იგი ასევე შეეხო ბიზნესმენ ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკურ აქტიურობას და მისთვის საქართველოს მოქალაქეობის ჩამორთმევას.
პასუხად უილიამ ბერნსმა განაცხადა, რომ შეერთებული შტატები მყარად უჭერს მხარს საქართველოში ძლიერი დემოკრატიული ინსტიტუტების და კონკურენტული პოლიტიკური სივრცის ჩამოყალიბებას. "დემოკრატიისთვის ძალიან მნიშვნელოვანია სათამაშო გარემო, კონკურენტუნარიანი პოლიტიკური ლანდშაფტის არსებობა, სადაც ყველა მოთამაშეს თანაბრად ეპყრობიან და ყველაზე ერთნაირი წესები ვრცელდება. ხშირად, ამაზე უფრო მარტივად ლაპარაკობენ, ვიდრე ახორციელებენ. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი მიზანი. ჩვენ გვინდა, საქართველოში ეს მიზანი მიღწეულ იქნას და ჩვენ განვაგრძობთ ამის მხარდაჭერას", - განაცხადა უილიამ ბერნსმა.
მანვე აღნიშნა, რომ ქვეყანაში უნდა ჩამოყალიბდეს დამოუკიდებელი სასამართლო და დამოუკიდებელი, თავისუფალი მედია. "თუ გადავხედავთ მსოფლიოს, ვერ ვიპოვით ვერც ერთ ქვეყანას, რომელიც წარმატებულად ებრძვის, მაგალითად, ისეთ პრობლემას, როგორიც არის კორუფცია, თუკი ამ ქვეყანაში არ არსებობს დამოუკიდებელი სასამართლო და დამოუკიდებელი მედია. ეს არ არის ადვილი, ამას დრო სჭირდება. თუმცა, ჩვენ ღრმად გვწამს, რომ აუცილებელია ამ ინსტიტუტების შექმნა", - განაცხადა სახელმწიფო მდივნის მოადგილემ.



იხილეთ დედანი

Технологии Blogger.

შეცვლის თუ არა ბიძინა ივანიშვილის გაპოლიტიკოსება პოლიტიკურ ვითარებას ქვეყანაში?

არქივი

პოპულარული

რეკლამა

ბლოგის შესახებ

Моя фотография
კოალიციის წევრები არიან: სამოქალაქო კულტურის საერთაშორისო ცენტრი, ადამიანის უფლებათა ცენტრი, საქართველოს მედია მონიტორინგის ცენტრი, კონფლიქტებისა და მოლაპარაკებების საერთაშორისო კვლევითი ცენტრი, კავკასიის ეკონომიკური და სოციალური კვლევითი ინსტიტუტი, საქართველოს მედია კლუბი, ადგილობრივი დემოკრატიის ქსელის ცენტრი, სამოქალაქო განათლების რესურს-ცენტრი, ირაკლი მელაშვილი - ექსპერტი საარჩევნო საკითხებში, ზვიად ქორიძე - მედია ექსპერტი. კოალიციის შექმნის მიზანია, სხვადასხვა სფეროში მომუშავე ორგანიზაციებმა და ექსპერტებმა, საკუთარი რესურსებისა და შესაძლებლობების გაერთიანებით, ხელი შეუწყონ ქვეყანაში თავისუფალი და სამართლიანი საარჩევნო გარემოს ფორმირებას.