"ინტერპრესნიუსი"
19.10.2011
"თავისუფალი დემოკრატების" წევრი, ფრაქცია "ერთობა სამართლიანობისთვის" თავმჯდომარე გია ცაგარეიშვილი უილიამ ბერნსის განცხადებას იმის ნათელ შეტყობინებად მიიჩნევს, რომ საქართველოში ხელისუფლების სრულად გადაცემა უნდა მოხდეს.
როგორც ცაგარეიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, ეს არის ნათელი შეტყობინება მიხეილ სააკაშვილისთვის, რომ წინ არ უნდა აღუდგნენ ხალხის ნებას და 2012-13 წლებში, ხელისუფლების სრულად და დემოკრატიულად გადაცემა უზრუნველყოს. წინააღმდეგ შემთხვევაში კი, ცაგარეიშვილის აზრით, ხელისუფლება როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მის გარეთაც, სრულ იზოლაციაში აღმოჩნდება.
"თავისუფალი დემოკრატები" ბიძინა ივანიშვილთან ერთად, ყველაფრის გაკეთებას აპირებენ იმისთვის, რომ "ნაციონალური მოძრაობა" ყველა მოქალაქისთვის მხოლოდ ცუდი სიზმარი გახდეს, რომელიც საქართველოს გაერთიანებისა და გამთლიანების გზაზე დავიწყებას უნდა მიეცეს.
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე უილიამ ბერნსმა დღეს, ქართველ ჟურნალისტებთან შეხვედრაზე განაცხადა, რომ აშშ მოუწოდებს საქართველოს, განახორციელოს საარჩევნო კოდექსის და პოლიტიკური გარემოს რეფორმა, რათა უზრუნველყოფილი იყოს მომავალი ორი წლის განმავლობაში თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები, რისი შედეგიც იქნება 2013 წელს ხელისუფლების სრულად დემოკრატიული გადაცემა.
იხილეთ დედანი