"ინტერპრესნიუსი"
19.10.2011
აშშ საქართველოში 2013 წელს ხელისუფლების დემოკრატიულად გადაცემას მოელის. ამის შესახებ აშშ-ს სახელმწიფო მდივნის მოადგილემ უილიამ ბერნსმა დღეს ქართველ ჟურნალისტებთან შეხვედრაზე განაცხადა.
შეხვედრაზე მხოლოდ სამი მედიასაშუალება იყო მიწვეული – მედია სახლი "პალიტრა", სამაუწყებლო კომპანია "რუსთავი-2" და გაზეთი "რეზონანსი". შეხვედრის დასაწყისში უილიამ ბერნსმა რამდენიმე საკითხზე გაამახვილა ყურადღება.
სახელმწიფო მდივნის მოადგილის განცხადებით, ამერიკული მხარე აშშ-საქართველოს სტრატეგიული თანამშრომლობის კომისიის და ყველა არსებული კონტაქტის საშუალებით ეცდება, ყველაფერი გააკეთოს დემოკრატიული ინსტიტუტების მხარდასაჭერად.
"ასევე რათა მხარი დავუჭიროთ სამოქალაქო საზოგადოების განვითარებას, თავისუფალ და დამოუკიდებელ მედიას, კანონის უზენაესობას, რომელიც დაფუძნებული იქნება სასამართლოს დამოუკიდებლობაზე. გვსურს საქართველოში დემოკრატიული რეფორმები გამჭვირვალედ წარიმართოს. მოვუწოდებთ საქრათველოს, განახორციელოს საარჩევნო კოდექსის და პოლიტიკური გარემოს რეფორმა, რათა უზრუნველყოფილი იქნას მომავალი ორი წლის განმავლობაში თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები, რისი შედეგიც იქნება 2013 წელს ხელისუფლების სრულად დემოკრატიული გადაცემა", - განაცხადა ბერნსმა.
მისივე განცხადებით, ამერიკელი ხალხი ღრმად მადლიერია ქართველი ხალხის იმ კონტრიბუციისთვის, რომელსაც საქართველო ახორციელებს ავღანეთში საერთაშორისო უსაფრთხოების მისიაში
"მინდა პირადად გადავუხადო მადლობა ქართველ ხალხს და განსაკუთრებით იმ ჯარისკაცების ოჯახებს, რომლებიც ჩართულები არიან საერთაშორისო მისიაში", - განაცხადა უილიამ ბერნსმა.
სახელმწიფო მდივნის მოადგილის თქმით, აშშ საქართველოსთან ურთიერთობებით ძალიან ამაყობს.
"ჩვენ გვაქვს საერთო ინტერესები, მათ შორის დემოკრატიის, ამ რეგიონში მშვიდობისა და უსაფრთხოების, ვაჭრობის ხელშეწყობის მიმართულებებით. მე უკვე მქონდა ძალიან ნაყოფიერი შეხვედრა საგარეო საქმეთა მინისტრ ვაშაძესთან და ეროვნული უშიშროების მრჩეველთან ბოკერიასთან, დღესვე მოგვიანებით შევხვდები პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს. ასევე ძალიან სასიამოვნო იყო პოლიტიკურ პარტიებთან, სამოქალქო საზოგადოების წარმომადგენლებთან", - აღნიშნა ბერნსმა.
უილიამ ბერნსი საქართველოში გუშინ ჩამოვიდა.
იხილეთ დედანი