"ინტერპრესნიუსი"
19.10.2011

ამერიკის შეერთებული შტატები საქართველოში ორიენტირებულია უფრო მეტად სათამაშო გარემოზე, ვიდრე - მოთამაშეებზე. ეს განცხადება აშშ-ს სახელმწიფო მდივნის მოადგილემ უილიამ ბერნსმა დღეს ქართველ ჟურნალისტებთან შეხვედრაზე გააკეთა.
აღნიშნულ თემას ბერნსი "პალიტრა მედიას" მიერ დასმულ კითხვაზე პასუხის გაცემისას შეეხო. კითხვაზე, რამდენად შესაძლებელია, გამართლდეს ქართული საზოგადოების ნაწილის ვარაუდი, რომ მიხეილ სააკაშვილი 2013 წლის შემდეგ ხელისუფლებაში პრემიერად დარჩება და როგორი იქნება ამ შემთხვევაში აშშ-ს დამოკიდებულება, ბერნსმა განაცხადა, რომ ამ თვალსაზრისით მნიშვნელოვანია თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების უზრუნველყოფა. 
"მინდა, კიდევ ერთხელ გავუსვა ხაზი, რომ ჩვენი გრძელვადიან ინტერესები საქართველოში ორიენტირებულია უფრო მეტად სათამაშო გარემოზე, ვიდრე მოთამაშეებზე. ძალიან მნიშვნელოვანია ღია და სამართლიანი არჩევნების, გამჭვირვალე საარჩევნო პროცესის უზრუნველყოფა მომდევნო ორი წლის განმავლობაში. 2013 წელი საქართველოს დემოკრატიაში ძალიან მნიშვნელოვანი მომენტია, ხელისუფლების დემოკრატიულად გადაცემის თვალსაზრისით. სწორედ ამიტომ არის მნიშვნელოვანი იმ საკითხებზე ფოკუსირება, რომლებზეც ვისაუბრეთ. მათ შორის მედიის გამჭვირვალობა და დაფინანსება და იმის უზრუნველყოფა, რომ ყველა ერთი წესით ითამაშებს, საარჩევნო კოდექსი გაუმჯობესდება. იმედი მაქვს, რომ მომდევნო ორი წლის განმავლობაში თქვენ შეძლებთ თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების უზრუნველყოფას", - განაცხადა უილიამ ბერნსმა.
სამაუწყებლო კომპანია "რუსთავი 2"-ის კითხვაზე პასუხის გაცემისას კი, იგი საქართველოსთვის MAP–ის მინიჭების თემასაც შეეხო. კერძოდ, კითხვაზე, საფრანგეთის პრეზიდენტის ნიკოლა სარკოზის და ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეაში აშშ-ს დელეგაციის მიერ ხსენება ხომ არ ნიშნავს დასავლეთის მეტ მხარდაჭერას ამ მიმართულებით, ბერნსმა კიდევ ერთხელ დაადასტურა აშშ-ს მხარდაჭერა. 
"როგორც უკვე განვაცხადეთ, აშშ მხარს უჭერს საქართველოს მისწრაფებას, გახდეს ნატო-ს წევრი. MAP–ის მინიჭების საკითხი, როგორც იცით, ყველა მოკავშირემ უნდა გადაწყვიტოს. საქართველომ უნდა განახორციელოს ინვესტიცია საკუთარ მომავალში ევროატლანტიკური ღირებულებების გაძლიერებისთვის, რაც დემოკრატიული პროცესების უზრუნველყოფით უნდა მოხდეს. ეს იქნება საქართველოსთვის საუკეთესო რეკლამა ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წინაშე და ჩვენ კვლავაც გავაგრძელებთ მის მყარ მხარდაჭერას", - განაცხადა უილიამ ბერნსმა.
აშშ-ის სახელმწიფო მდივანი უილიამ ბერნსი საქართველოში ვიზიტით გუშინ ჩამოვიდა.



იხილეთ დედანი

Технологии Blogger.

შეცვლის თუ არა ბიძინა ივანიშვილის გაპოლიტიკოსება პოლიტიკურ ვითარებას ქვეყანაში?

არქივი

პოპულარული

რეკლამა

ბლოგის შესახებ

Моя фотография
კოალიციის წევრები არიან: სამოქალაქო კულტურის საერთაშორისო ცენტრი, ადამიანის უფლებათა ცენტრი, საქართველოს მედია მონიტორინგის ცენტრი, კონფლიქტებისა და მოლაპარაკებების საერთაშორისო კვლევითი ცენტრი, კავკასიის ეკონომიკური და სოციალური კვლევითი ინსტიტუტი, საქართველოს მედია კლუბი, ადგილობრივი დემოკრატიის ქსელის ცენტრი, სამოქალაქო განათლების რესურს-ცენტრი, ირაკლი მელაშვილი - ექსპერტი საარჩევნო საკითხებში, ზვიად ქორიძე - მედია ექსპერტი. კოალიციის შექმნის მიზანია, სხვადასხვა სფეროში მომუშავე ორგანიზაციებმა და ექსპერტებმა, საკუთარი რესურსებისა და შესაძლებლობების გაერთიანებით, ხელი შეუწყონ ქვეყანაში თავისუფალი და სამართლიანი საარჩევნო გარემოს ფორმირებას.