"ინტერპრესნიუსი"
19.10.2011

საგარეო ურთიერთობათა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე აკაკი მინაშვილის შეფასებით, ხელისუფლების "გადაცემა" არ გამორიცხავს, რომ ხელისუფლება იგივე პოლიტიკურ ჯგუფს და იგივე ადამიანებს გადაეცეს. 
ამის შესახებ აკაკი მინაშვილმა ჟურნალისტებს აშშ-ს სახელმწიფო მდივნის მოადგილის უილიამ ბერნსის განცხადების კომენტირებისას უთხრა, სადაც მან აღნიშნა, რომ სამართლიანი არჩევნების შედეგი 2013 წელს უნდა იყოს ხელისუფლების დემოკრატიული გადაცემა. 
აკაკი მინაშვილის თქმით, არჩევნების შემდეგ, როგორც წესი, ხელისუფლება ხელისუფლებას გადაეცემა, არჩევნების შემდეგ მოდის ახალი ხელისუფლება. თუმცა, აკაკი მინაშვილის თქმით, ეს არ გამორიცხავს, რომ ხელისუფლება იგივე პოლიტიკურ ჯგუფს და იგივე ადამიანებს გადაეცეს. მინაშვილის თქმით, აშშ არის დემოკრატიული სახელმწიფო და ის პატივს სცემს პარტნიორ სახელმწიფოებს და მათი ხალხის არჩევანს, ამიტომ თუ ბერნსის განცხადება ისე იყო გაგებული, როგორც რეკომენდაცია, რომ ხელისუფლება 2013 წელს უნდა სხვა პოლიტიკურ ჯგუფს გადაეცეს, როგორც მინაშვილი ამბობს, აშშ თავს უფლებას არ მისცემდა, რომ მის პარტნიორი ქვეყნისთვის მსგავსი რეკომენდაცია მიეცა.



იხილეთ დედანი

Технологии Blogger.

შეცვლის თუ არა ბიძინა ივანიშვილის გაპოლიტიკოსება პოლიტიკურ ვითარებას ქვეყანაში?

არქივი

პოპულარული

რეკლამა

ბლოგის შესახებ

Моя фотография
კოალიციის წევრები არიან: სამოქალაქო კულტურის საერთაშორისო ცენტრი, ადამიანის უფლებათა ცენტრი, საქართველოს მედია მონიტორინგის ცენტრი, კონფლიქტებისა და მოლაპარაკებების საერთაშორისო კვლევითი ცენტრი, კავკასიის ეკონომიკური და სოციალური კვლევითი ინსტიტუტი, საქართველოს მედია კლუბი, ადგილობრივი დემოკრატიის ქსელის ცენტრი, სამოქალაქო განათლების რესურს-ცენტრი, ირაკლი მელაშვილი - ექსპერტი საარჩევნო საკითხებში, ზვიად ქორიძე - მედია ექსპერტი. კოალიციის შექმნის მიზანია, სხვადასხვა სფეროში მომუშავე ორგანიზაციებმა და ექსპერტებმა, საკუთარი რესურსებისა და შესაძლებლობების გაერთიანებით, ხელი შეუწყონ ქვეყანაში თავისუფალი და სამართლიანი საარჩევნო გარემოს ფორმირებას.