,,საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ,“ ,,სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებამ“(ISFED), და „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ“ საქართველოში მოქმედ საერთაშორისო ორგანიზაციებთან და აკრედიტირებული საელჩოების წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართეს.
შეხვედრის თემას წარმოადგენდა 2011 წლის 30 სექტემბერს სამი ორგანიზაციის მიერ შემუშავებული რეკომენდაციებისა და შენიშვნების გავრცელების შემდგომ საქართველოს პარლამენტის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარესთან შეხვედრის შედეგების განხილვა. ორგანიზაციების რეკომენდაციები შეეხებოდა ახალი საარჩევნო კოდექსის პროექტით შემოთავაზებულ საარჩევნო სისტემას, ადმინისტრაციული რესურსების გამოყენების მარეგულირებელ ნორმებს, არჩევნების დაფინანსების გამჭვირვალობისა და მონიტორინგის საკითხებს, საარჩევნო სიების ფორმირების, საარჩევნო ადმინისტრაციის საქმიანობისა და საარჩევნო დავების პროცედურებთან დაკავშირებულ პრობლემებს.
შეხვედრის დროს იურიდიულმა კომიტეტმა ორგანიზაციების მიერ დაყენებული საკითხების ნაწილი გაიზიარა, თუმცა, რეკომენდაციებს შორის კვლავ რჩება მნიშვნელოვანი თემები, რომლებიც, იურიდიული კომიტეტის მხრიდან განხილვას და შესაბამისად, ცვლილებებს აღარ დაექვემდებარება. მაგალითად დეპუტატთა რაოდენობის ზრდა, ამომრჩეველთა სიების ფორმირება სპეციალური კომისიის მიერ. გარდა აღნიშნულისა, არის ისეთი საკითხები, რომელთა შესახებ საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე არსებობს დისკუსიის გაგრძელების სურვილი, მათ შორისაა მარკირების პროცედურის გაუქმების, ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების შეზღუდვის საკითხები.
შეხვედრაზე განხილულ საკითხთა გათვალისწინება ცალკეულ შემთხვევებში გააუმჯობესებს საარჩევნო კანონმდებლობას, ხოლო ცალკეულ შემთხვევებში - თავიდან აგვაცილებს მის გაუარესებას და კანონმდებლობის სტანდარტები დღეს არსებულ მდგომარეობას დაუბრუნდება.
„საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია,“,,სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება“ (ISFED) და „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ 20 ოქტომბრიდან გეგმავს საქართველოს სხვადასხვა რეგიონში საარჩევნო კოდექსის რეფორმის საკითხებთან დაკავშირებით საჯარო დისკუსიების მოწყობას. ორგანიზაციები მუშობის გაგრძელებას საქართველოს პარლამენტთან და სხვა დაინტერესებულ სუბიექტებთან გეგმავენ.

Технологии Blogger.

შეცვლის თუ არა ბიძინა ივანიშვილის გაპოლიტიკოსება პოლიტიკურ ვითარებას ქვეყანაში?

არქივი

პოპულარული

რეკლამა

ბლოგის შესახებ

Моя фотография
კოალიციის წევრები არიან: სამოქალაქო კულტურის საერთაშორისო ცენტრი, ადამიანის უფლებათა ცენტრი, საქართველოს მედია მონიტორინგის ცენტრი, კონფლიქტებისა და მოლაპარაკებების საერთაშორისო კვლევითი ცენტრი, კავკასიის ეკონომიკური და სოციალური კვლევითი ინსტიტუტი, საქართველოს მედია კლუბი, ადგილობრივი დემოკრატიის ქსელის ცენტრი, სამოქალაქო განათლების რესურს-ცენტრი, ირაკლი მელაშვილი - ექსპერტი საარჩევნო საკითხებში, ზვიად ქორიძე - მედია ექსპერტი. კოალიციის შექმნის მიზანია, სხვადასხვა სფეროში მომუშავე ორგანიზაციებმა და ექსპერტებმა, საკუთარი რესურსებისა და შესაძლებლობების გაერთიანებით, ხელი შეუწყონ ქვეყანაში თავისუფალი და სამართლიანი საარჩევნო გარემოს ფორმირებას.