მილიარდერი ბიძინა ივანიშვილი, რომელმაც ქონება რუსეთში დააგროვა და სურს 2012 წლის არჩევნებში საქართველოს პრეზიდენტის პარტია გამოიწვიოს, პოლიტიკურ პრიორიტეტს რუსეთთან დიალოგის აღდგენას ანიჭებს.

რუსეთმა, რომელმაც საქართველო 2008 წლის ხუთდღიან ომში დაამარცხა, მოკავშირე დასავლეთის ქვეყნების მოთხოვნის მიუხედავად, საქართველოსგან მიიღო მტკიცე უარი მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში გაწევრიანებაზე. კრემლი, რომელმაც არაერთხელ განაცხადა სააკაშვილის შეცვლის სურვილის შესახებ, ქართული ოპოზიციის ლიდერებს დემონსტრაციულად მასპინძლობს მოსკოვში.

”ჩვენ შეგვიძლია მივაღწიოთ რუსეთთან ინტერესების დაახლოებას, თუ სწორ ნაბიჯებს გადავდგამთ,” - განუცხადა ივანიშვილმა როიტერსს. 55 წლის მილიარდერმა, რომელიც აქამდე სააჯროობას გაურბოდა, ინტერვიუ ქართულად მისცა სააგენტო როიტერსს თბილისში, საკუთარ ბიზნეს–ცენტრში, რომელიც ცნობილი იაპონელი არქიტექტორის შიმონ ტაკამაცუს დაპროექტებულია და 55 მილიონი დოლარი ღირს.

ჟურნალ Forbes–ის მიხედვით, პლანეტის უმდიდრეს ადამიანთა რეიტინგში 185–ე (რუსეთში–25–ე) ადგილზე მყოფმა ივანიშვილმა $5,5 მილიარდიანი კაპიტალით, წინა კვირას პირველად განაცხადა საკუთარი პოლიტიკური ამბიციების შესახებ და სააკაშვილს გადადგომისკენ მოუწოდა.

იუსიტიციის სამინისტრომ შეახსენა, რომ რუსული მოქალაქეობის ფლობასთან ერთად, მას ავტომატურად უწყდება საქართველოს მოქალაქეობა იმის გამო, რომ 2010 წლის მარტში მან საფრანგეთის მოქალაქეობა მიიღო.  საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, ეს ივანიშვილს არჩევნებში პარტიის შექმნას,  დაფინანსებას და მონაწილეობას უკრძალავს.

„ისინი ჩემი პოლიტიკური პროცესებიდან ჩამოშორებას შეეცადნენ, თუმცა მე გაჩერებას არ ვაპირებ“, –თქვა ივანიშვილმა. 

„თუ ისინი შეეცდებიან არჩევნებში მონაწილეობა ამიკრძალონ, ეს არჩევნები ლეგიტიმურად არ ჩაითვლება“.

ივანიშვილმა საქართველოს მოქალაქეობა 2004 წელს რუსეთიდან მისი სამშობლოში დაბრუნების შემდეგ სააკაშვილის პირადი ბრძანებით მიიღო.

საპარლამენტო არჩევნები შემდეგ შემოდგომაზე უნდა ჩატარდეს, თუმცა ოპოზიციამ შენიშნა, რომ ხელისუფლებას არჩევნების დროზე ადრე დანიშვნა სურს, რათა შეაჩერონ ივანიშვილი. პრეზიდენტი ოპონენტებთან მოლაპარაკებებზე უკანასკნელი წავიდა.

“ჯერ ადრეა ვილაპაარკოთ იმაზე, ბლოკს შევქმნით, თუ ეს იქნება ერთი პარტია... ამჟამად მიდის მოლაპარაკებები ჯანსაღ ოპოზიციურ პოლიტიკურ ძალებთან”, – განაცხადა ივანიშვილმა.
მათი უმეტესობა, ვინც სააკაშვილს აკრიტიკებს, ივანიშვილმა მონათლა როგორც “ფსევდოოპოზიცია”, მაგრამ პირობა დადო, რომ ეს ძალები გამანადგურებელ მარცხს განიცდიან.

“მე შემიძლია გითხრათ, რომ 90%–ით დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ უმრავლესობით შევალთ პარლამენტში”.

ივანიშვილმა განაცხადა, რომ მან პოლიტიკაში წასვლა ერთკვირიანი ორჭოფობისა და უძილო ღამეების შემდეგ გადაწყვიტა.

“ბოლომდე ვმერყეობდი... მაგრამ ახლა ვფიქრობ, რომ ჩემი პოზიციები ყოველდღიურად გამყარდება, ხოლო მათი (ხელისუფლების) პოზიციები შესუსტებას დაიწყებს”, – განაცხადა მეწარმემ და დაადასტურა მისი მიზნები რუსეთში საკუთარი აქტივების გაყიდვასთან დაკავშირებით, რათა შემდეგ ეს ფული საქართველოს ეკონომიკაში ჩადოს.

“ჩემი ქონების აღწერა (რუსეთში) უკვე დაიწყო...მე ვიცი, რომ ყველაფრის მაღალ ფასში გაყიდვა ვერ მოხერხდება, მაგრამ მზად ვარ მოვახდინო ყველაფრის რეალიზება,” – განაცხადა ივანიშვილმა. მისი ოფისის კედლები, თბილისში, გაფომებულია დემიენ ჰერსტისა და როი ლიხტენშტეინის ნახატებით, ეზოში კი დგას ზახი ჰადიდის, ანიშა კაპურას და ჰენრი მურის სკულპტურები.

ევროპის გაოცება დემოკრატიით
ივანიშვილმა ჩამოთვალა პრობლემები, რომელთა გადაწყვეტითაც სურს დაკავდეს პრემიერის ან პარლამენტის სპიკერის რანგში. ეს საქართველოს სახელმწიფოებრივი მოწყობის შესახებ კონსტიტუციური რეფორმა საზოგადოებრივი დისკუსიის საფუძველზე, სასამართლო რეფორმა, რომელიც იქნება დამოუკიდებელი მართლმსაჯულების შექმნის გარანტი, კორუფციის აღმოფხვრა მაღალ ეშელონებში და სხვა ზომების მიღება საინვესტიციო კლიმატის გასაუმჯობესებლად.

მილიარდერის ვარაუდით, შედეგის მისაღწევად, მას 2 ან 3 წელი დაჭირდება. შემდეგ კი პოლიტიკიდან წავა. 

”მე ვიმედოვნებ. რომ დემოკრატიის ხარისხით, რომელსაც საქართველოში მივიღებთ, ევროპასაც კი ვაჯობებთ. ეს იქნება ისეთი დემოკრატია, სადაც ევროპელებს თავად მოუნდებათ საქართველოში ინვესტიციების ჩადება”,- ამბობს ივანიშვილი. 

ივანიშვილი, ისევე როგორც ოპოზიციის სხვა წარმომადგენლები, თვლიან, რომ სააკაშვილს ძალაუფლების შენარჩუნება სურს. მართალია, მას კონტიტუციური უფლება აღარ აქვს საპრეზიდენტო არჩევნებში კენჭი იყაროს, რადგან 2–ჯერ ზედიზედ პრეზიდენტი უკვე იყო, თუმცა იგი პრემიერ მინისტრის პოსტით ეცდება ძალაუფლების შენარჩუნებას. 

ეს მეთოდი უკვე აპრობირებულია სააკაშვილის ულმობელი კრიტიკის ადრესატის, პრემიერ–მინისტრ პუტინის მიერ, რომელიც მომვალ წელს აპირებს დაუბრუნდეს კრემლს მინიმუმ 6 წლით. 

”მე ვიცი, რომ სააკაშვილს ძალაუფლების შენარჩუნება სურს, ჩვენ ეს არ უნდა დავუშვათ”,- ამბობს ივანიშვილი. 

ერთი წლის წინ კონსტიტუციაში შეტანილი შესწორება, საპარლამენტო უმრავლესობის ძალაუფლებას აფართოვებს. პრემიერ-მინისტრის ძალაუფლება პრეზიდენტის ძალაუფლებასთან შედარებით უფრო დიდია. 

სააკაშვილის საპრეზიდენტო ვადა 2013 წელს იწურება, არც თავად და არც მისი გარემოცვა არ საუბრობს მის პოსტსაპრეზიდენტო გეგმებზე.

რუსეთთან ომის დროს ხელისუფლების და ოპოზიციის წარმომადგენლები გაერთიანდნენ კრემლის წინააღმდეგ, ასევე ივანიშვილიც ადანაშაულებს რუსეთს, ”უპრეცედენტო აგრესიაში”, ამავე დროს, საგარეო პოლიტიკის სისხლიანი დაპირისპირებას, მან ”მოუფიქრებელი და არადიპლომატიური” პოლიტიკა უწოდა, რომელიც თბილისს აქვს ძლიერი ჩრდილოელი მეზობლის მიმართ. 

რუსეთმა გამოაცხადა ომი საქართველოს სეპარატისტულ რეგიონში, სამხრეთ ოსეთში მცხოვრები რუსეთის მოქალაქეების დასაცავად.

საქართველო ამბობს, რომ ომში საკუთარი ტერიტორიული მთლიანობისთვის ჩაერთო. საბოლოო ჯამში, მოსკოვმა აღიარა სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის დამოუკიდებლობა, თუმცა საერთაშორისო არენაზე კრემლს კონფუზი ელოდა, რამდენადაც მის მაგალითს მხოლოდ ნიკარაგუამ, ვენესუელამ და ნაურუმ მიმართეს. რუსეთის მოქმედება დასავლეთმა დაგმო, მაგრამ ასევე თბილისის პასუხისმგებლობაზეც მიუთითა. 

ივანიშვილი მიიჩნევს, რომ მას შეეძლება იპოვოს კომპრომისი და საქართველოსთვის „აშშ–სთვის, ევროპისთვის და რუსეთისვის მისაღები“ როლი გამოძებნოს.

მან გაიხსენა, რომ უახლოეს წლებში მსოფლიოს კვლავ მოუწევს საქმე იქონიოს პუტინთან და ამას დაუკავშირა რუსეთში კორუფციასთან ბრძოლის რეფორმების მოლოდინები.

- „რუსეთის საზოგადოებას, რუს ხალხს მოსწონს ეს ადამიანი. ეს მათი საქმეა, მათი არჩევანი, თუმცა უფრო მეტად დემოკრატიული რუსეთი ევროპისთვის და აშშ–სთვის უფრო საინტერესო იქნებოდა“, – ამბობს ივანიშვილი.


Технологии Blogger.

შეცვლის თუ არა ბიძინა ივანიშვილის გაპოლიტიკოსება პოლიტიკურ ვითარებას ქვეყანაში?

არქივი

პოპულარული

რეკლამა

ბლოგის შესახებ

Моя фотография
კოალიციის წევრები არიან: სამოქალაქო კულტურის საერთაშორისო ცენტრი, ადამიანის უფლებათა ცენტრი, საქართველოს მედია მონიტორინგის ცენტრი, კონფლიქტებისა და მოლაპარაკებების საერთაშორისო კვლევითი ცენტრი, კავკასიის ეკონომიკური და სოციალური კვლევითი ინსტიტუტი, საქართველოს მედია კლუბი, ადგილობრივი დემოკრატიის ქსელის ცენტრი, სამოქალაქო განათლების რესურს-ცენტრი, ირაკლი მელაშვილი - ექსპერტი საარჩევნო საკითხებში, ზვიად ქორიძე - მედია ექსპერტი. კოალიციის შექმნის მიზანია, სხვადასხვა სფეროში მომუშავე ორგანიზაციებმა და ექსპერტებმა, საკუთარი რესურსებისა და შესაძლებლობების გაერთიანებით, ხელი შეუწყონ ქვეყანაში თავისუფალი და სამართლიანი საარჩევნო გარემოს ფორმირებას.