ამ წუთებში "ეროვნული ფორუმის" ლიდერები სრული შემადგენლობით ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრაზე იმყოფებიან. სავარაუდოდ, დღეს გაირკვევა, შედგება თუ არა მათ შორის თანამშრომლობა და რა ფორმით.

დღესვე გადაწყდება, დაიკავებს თუ არა "ფორუმის" ერთ-ერთი ლიდერი ნოდარ ჯავახიშვილი "ქართუ ჯგუფის" ხელმძღვანელის პოსტს. როგორც ჯავახიშვილი აცხადებს, ის მზადაა, შეთავაზება მიიღოს, თუმცა, მნიშვნელოვანია, როგორი იქნება "ფორუმისა" და ივანიშვილის ურთიერთობა. შესაბამისად, ჯავახიშვილი თავის გადაწყვეტილებას ამ წუთებში მიმდინარე შეხვედრის შემდეგ გაახმოვანებს.

Технологии Blogger.

შეცვლის თუ არა ბიძინა ივანიშვილის გაპოლიტიკოსება პოლიტიკურ ვითარებას ქვეყანაში?

არქივი

პოპულარული

რეკლამა

ბლოგის შესახებ

Моя фотография
კოალიციის წევრები არიან: სამოქალაქო კულტურის საერთაშორისო ცენტრი, ადამიანის უფლებათა ცენტრი, საქართველოს მედია მონიტორინგის ცენტრი, კონფლიქტებისა და მოლაპარაკებების საერთაშორისო კვლევითი ცენტრი, კავკასიის ეკონომიკური და სოციალური კვლევითი ინსტიტუტი, საქართველოს მედია კლუბი, ადგილობრივი დემოკრატიის ქსელის ცენტრი, სამოქალაქო განათლების რესურს-ცენტრი, ირაკლი მელაშვილი - ექსპერტი საარჩევნო საკითხებში, ზვიად ქორიძე - მედია ექსპერტი. კოალიციის შექმნის მიზანია, სხვადასხვა სფეროში მომუშავე ორგანიზაციებმა და ექსპერტებმა, საკუთარი რესურსებისა და შესაძლებლობების გაერთიანებით, ხელი შეუწყონ ქვეყანაში თავისუფალი და სამართლიანი საარჩევნო გარემოს ფორმირებას.