"ინტერპრესნიუსი"
17.10.2011

ბიძინა ივანიშვილი აპირებს, ევროპა დემოკრატიით გააკვირვოს. როგორც ru.reuters.com იუწყება, ამის შესახებ ბიზნესმენმა "როიტერს" განუცხადა. 
მან ასევე განაცხადა, რომ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ან პრემიერს პოსტზე რეფორმას რამდენიმე მიმართულებით განახორციელებს - დისკუსიის შემდეგ საკონსტიტუციო და სახელმწიფო მოწყობის ფორმის რეფორმას, სასამართლოების დამოუკიდებლობის გარანტიის შესაქმენლად სასამართლო რეფორმას, ასევე, მაღალ დონეზე კორუფციის აღმოფხვრისა და საინვესტიციო კლიმატის გასაუმჯობესებლად სხვა ზომებს მიიღებს. ივანიშვილის ვარაუდით, შედეგის მისაღწევად ორი-სამი წელი იქნება საჭირო, რის შემდეგაც  პოლიტიკიდან წავა.
"მე იმედი მაქვს, გავაოცებთ ევროპას იმ დემოკრატიით, რომელსაც საქართველოში შევქმნით. ეს ისეთი ჭეშმარიტი დემოკრატია იქნება, რომ თვით ევროპელებსაც მოუნდებათ საქართველოში ინვესტიცების ჩადება", - განაცხადა ივანიშვილმა.
ბიზნესმენი დარწმუნებულია, რომ მიხეილ სააკაშვილი ხელისუფლებაში დარჩენას აპირებს და აცხადებს, რომ ეს არ უნდა დაუშვან.



იხილეთ დედანი

Технологии Blogger.

შეცვლის თუ არა ბიძინა ივანიშვილის გაპოლიტიკოსება პოლიტიკურ ვითარებას ქვეყანაში?

არქივი

პოპულარული

რეკლამა

ბლოგის შესახებ

Моя фотография
კოალიციის წევრები არიან: სამოქალაქო კულტურის საერთაშორისო ცენტრი, ადამიანის უფლებათა ცენტრი, საქართველოს მედია მონიტორინგის ცენტრი, კონფლიქტებისა და მოლაპარაკებების საერთაშორისო კვლევითი ცენტრი, კავკასიის ეკონომიკური და სოციალური კვლევითი ინსტიტუტი, საქართველოს მედია კლუბი, ადგილობრივი დემოკრატიის ქსელის ცენტრი, სამოქალაქო განათლების რესურს-ცენტრი, ირაკლი მელაშვილი - ექსპერტი საარჩევნო საკითხებში, ზვიად ქორიძე - მედია ექსპერტი. კოალიციის შექმნის მიზანია, სხვადასხვა სფეროში მომუშავე ორგანიზაციებმა და ექსპერტებმა, საკუთარი რესურსებისა და შესაძლებლობების გაერთიანებით, ხელი შეუწყონ ქვეყანაში თავისუფალი და სამართლიანი საარჩევნო გარემოს ფორმირებას.