"ინტერპრესნიუსი"
24.10.2011
მომავალ კვირას, თბილისში ვენეციის კომისიის ექსპერტები ჩამოვლენ. ვენეციის კომისიის ექსპერტები როგორც სახელისუფლო, ისე ოპოზიციური პარტიების და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდებიან . ვიზიტის მიზანი საქართველოში მიმდინარე საარჩევნო პროცესის გაცნობა და მასზე მომუშავე ჯგუფების მოსაზრებების მოსმენაა.
ექსპერტების დაბრუნების შემდეგ გაიმართება ვენეციის კომისიის სხდომა, სადაც მათთვის გადაგზავნილ "საარჩევნო კოდექსში" ცვლილებების პროექტზე დასკვნას მოამზადებენ. დასკვნის მომზადებისა და საქართველოში გამოგზავნის შემდეგ, ახალ საარჩევნო კანონმდებლობაზე მუშაობას უკვე პარლამენტი დაიწყებს.
ვენეციის კომისიის ექსპერტებს საქართველოში 26 ოქტომბრისთვის ელოდებიან.
იხილეთ დედანი