"ინტერპრესნიუსი"
23.10.2011
აშშ მხარს არ უჭერს რომელიმე კონკრეტულ პირს ან პარტიას, არამედ მხარს უჭერს მთელ რიგ შედეგებს, - ამის შესახებ აშშ-ს ელჩმა საქართველოში ჯონ ბასმა დღეს საღამოს, "საზოგადოებრივი მაუწყებლის" ეთერში, ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრის კომენტირებისას განაცხადა .
"მიმაჩნია, რომ ხალხი ცდილობს ამოიცნოს გარკვეულ საკითხებში რაღაც სიმბოლური. ჩემი შეხედულებით, ეს ასე არ არის. ჩვენ საზოგადოების სხვადასხვა წარმომადგენლებს ვესაუბრებით სხვადასხვა ადგილებში. საქართველოში ბევრ სხვადასხვა სახლში ვყოფილვარ, ბატონი ივანიშვილი ერთ-ერთი მათგანია. ადამიანებთან გავაგრძელებთ საუბარს იმ ადგილას და იმ დროს, როგორც ეს იქნება შესაძლებელი", _ განაცხადა ჯონ ბასმა.
მისივე თქმით, გასულ კვირას ივანიშვილთან შეხვედრისას დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს სურდათ მიეღოთ ინფორმაცია ბიძინა ივანიშვილისგან, რადგან ის იწყებს პოლიტიკურ კარიერას და დიპლომატებს აინტერესებდათ, თუ რა მოსაზრებები აქვს მას, რა მიაჩნია გამოწვევად საქართველოსთვის და რა გამოსავალს სთავაზობს ის საზოგადოებას.
ჯონ ბასის განცხადებით, აშშ დაინტერესებულია საქართველოში დემოკრატიული პროცესების განვითარებით. "ჩვენ დაინტერესებულები ვართ, რომ დავეხმაროთ საქართველოს დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერებაში, ქვეყნის მოქალაქეებს, რომ საპარლამენტო არჩევნები მშვიდობიანად ჩატარდეს და ეს შედეგები იყოს საზოგადოებისათვის მისაღები. მნიშვნელოვანია, რომ შემდეგი არჩევნების ციკლი იყოს ლეგიტიმური და დემოკრატიული", _ განაცხადა აშშ-ის ელჩმა.
იხილეთ დედანი