"ინტერპრესნიუსი"
23.10.2011

საქართველოს ფუნდამენტურად დემოკრატიული განვითარება, გაძლიერება და ქვეყნის დემოკრატიული სტრუქტურის გაღრმავება, მომავალში ჩასატარებელ არჩევნებზეა დამოკიდებული , _ ამის შესახებ აშშ-ს ელჩმა საქართველოში ჯონ ბასმა დღეს საღამოს, "საზოგადოებრივი მაუწყებლის" ეთერში, ჟურნალისტ ეკა კვესიტაძის გადაცემაში განაცხადა.
ამერიკელი დიპლომატის თქმით, ეს ეხება როგორც საპარლამენტო, ისე საპრეზიდენტო არჩევნებს. ელჩის განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ საარჩევნო პროცესი ჩატარდეს დემოკრატიულ გარემოში და ამისთვის ბევრი ნაბიჯია გადასადგმელი.
"მნიშვნელოვანია, რომ იყოს უზრუნველყოფილი ინფორმაციის ხელმისაწვდომობა, მოქალაქეებმა თავად გააკეთონ დასკვნები, პარტიებს ჰქონდეთ კონკურენტულად მოქმედების საშუალება და არჩევნები ჩატარდეს სამართლიანად, მოქალაქეებს ჰქონდეთ რწმენა ამ არჩევნებისადმი", _ აღნიშნა ჯონ ბასმა.
კითხვაზე - ხედავს თუ არა ამ მიმართულებით გადადგმულ ხელშესახებ ნაბიჯებს, დიპლომატმა განაცხადა, რომ ის ხედავს ხელშესახებ ნაბიჯებს ამ მიმართულებით, თუმცა მეტის ხილვა სურს. "ჩვენ ყველანი დავაკვირდებით ვენეციის კომისიის შეფასევბას საარჩევნო კოდექსის შესწორებებზე. მნიშვნელოვანია, რომ გაგრძელდეს მუშაობა საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებაზე", _ განაცხადა ჯონ ბასმა. 



იხილეთ დედანი

Технологии Blogger.

შეცვლის თუ არა ბიძინა ივანიშვილის გაპოლიტიკოსება პოლიტიკურ ვითარებას ქვეყანაში?

არქივი

პოპულარული

რეკლამა

ბლოგის შესახებ

Моя фотография
კოალიციის წევრები არიან: სამოქალაქო კულტურის საერთაშორისო ცენტრი, ადამიანის უფლებათა ცენტრი, საქართველოს მედია მონიტორინგის ცენტრი, კონფლიქტებისა და მოლაპარაკებების საერთაშორისო კვლევითი ცენტრი, კავკასიის ეკონომიკური და სოციალური კვლევითი ინსტიტუტი, საქართველოს მედია კლუბი, ადგილობრივი დემოკრატიის ქსელის ცენტრი, სამოქალაქო განათლების რესურს-ცენტრი, ირაკლი მელაშვილი - ექსპერტი საარჩევნო საკითხებში, ზვიად ქორიძე - მედია ექსპერტი. კოალიციის შექმნის მიზანია, სხვადასხვა სფეროში მომუშავე ორგანიზაციებმა და ექსპერტებმა, საკუთარი რესურსებისა და შესაძლებლობების გაერთიანებით, ხელი შეუწყონ ქვეყანაში თავისუფალი და სამართლიანი საარჩევნო გარემოს ფორმირებას.